მანქანის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ამოიცნობს მგზავრის ასაკს, გენდერს, წონას და სხვა მრავალ დეტალს

წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს მანქანით მგზავრობთ და ამ დროს, ავტომობილი თქვენ შესახებ თითქმის ყველაფერს წამებში სწავლობს. ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, არა?

 

სინამდვილეში, სულაც არა. ეს გახლავთ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებობს. ხელოვნური ინტელექტის ისრაელურმა კომპანია Eyesight Technologies-მა წარმოადგინა CabinSense — მანქანის მონიტორინგის სისტემა, რომელსაც შეუძლია დაასკანიროს და გააანალიზოს მგზავრები უფრო მეტად, ვიდრე ჩაძინების დაფიქსირების სისტემა აკეთებს მძღოლის შემთხვევაში.

 

როგორც კი მგზავრი CabinSense სისტემით აღჭურვილ მანქანაში ჩაჯდება, სისტემა ასკანირებს მის სახეს, აიდენტიფიცირებს მის ვინაობას და იწერს მის ასაკს, გენდერს, სიმაღლეს, სხეულის მასას და სკამზე განთავსების პოზიციას.

 

 

საინტერესოა, რაში უნდა სჭირდებოდეს ვინმეს მგზავრების მიმართ ასეთი ყურადღება? Eyesight-ის განცხადებით, ასეთი მონიტორინგი მგზავრობას უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან სისტემას შეუძლია გვითხრას, უკეთია თუ არა მგზავრს უსაფრთხოების ღვედი და ზის თუ არა უსაფრთხოდ. მას ასევე შეუძლია გათიშოს უსაფრთხოების ბალიში, როცა დააფიქსირებს ბავშვის სავარძელს, უკანა სავარძლებზე მძინარე მგზავრებს, ანდაც ბავშვს უფროსებისთვის განკუთვნილ სავარძელზე, რაც მათ ბალიშისგან მოსალოდნელი დაზიანებისგან დაიცავს.

 

რეგულარული მგზავრები სისტემას პროგრამაში შეაქვს, რაც მას მათ სწრაფად ამოცნობაში ეხმარება. შედეგად, სისტემა სწრაფად ქმნის მათ რჩეულ გარემოს, მაგალითად, ტემპერატურას, სავარძლის განლაგებას ან მედია-არჩევანს.

 

 

თუმცა, პერიოდული მგზავრებისთვის CabinSense შესაძლოა, ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენდეს პრივატულობის თვალსაზრისით. მაგალითად, მანქანა იმახსოვრებს მგზავრს, რომელიც მეორედ მგზავრობს. როგორც გამოცემა Mashable წერს, შესაძლოა, ის ბრწყინვალე ინსტრუმენტად იქცეს თაღლითობისათვის.

 

სიტუაცია უფრო რთულდება, როცა საქმე მანქანის გამოძახების სერვისს ეხება. Eyesight-ის მტკიცებით, CabinSense-ს თანდათან დაემატება საგნების დაფიქსირების ფუნქცია, რომელიც მძღოლს შეატყობინებს, დარჩა თუ არა სავარძელზე მგზავრს მაგალითად, ტელეფონი ან საფულე. გარდა ამისა, ის ასევე გააკონტროლებს აქტივობას, გამოავლენს არის თუ არა მგზავრი ნასვამი ან მოწეული და ა. შ.

 

შესაძლოა, საერთოდაც პანდორას ყუთი გაიხსნას, რადგან მგზავრებმა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის იჩივლონ. ჯერჯერობით უცნობია, მართლაც დაინერგება თუ არა ეს ტექნოლოგია საავტომობილო ინდუსტრიაში.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია