2019 წლის Toyota Prius AWD-e - უმკლავდება თუ არა მოლიპულ გზას?

შარშან Toyota-მ განახლებული Prius-ი წარმოადგინა. ამჯერად, პირველად ისტორიაში, კომპანიამ აშშ-ის ბაზრისთვის ასევე გამოუშვა ამ მოდელის ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსია.

 

Prius AWD-e აღჭურვილია დამატებითი ელექტროძრავით, რომელიც როცა საჭიროა, უკანა თვლებს ამოძრავებს. ძრავი მაქსიმუმ 69 კმ/სთ სიჩქარემდე მუშაობს და აუმჯობესებს წევას მოლიპულ ზედაპირზე.

 

 

გამომდინარე აქედან, ოთხივე წამყვანი თვლის მქონე Prius-ი ძირითადად განკუთვნილია ცივ კლიმატში მცხოვრებთათვის, რომლებიც Toyota-ს ჰიბრიდს ამ დრომდე ალტერნატივადაც კი არ განიხილავდნენ. გარდა ამისა, მანქანა იყენებს ახალ, ნიკელის მეტალის ჰიბრიდულ ბატარეას, რომელიც ოპტიმიზებულია დაბალ ტემპერატურაზე მუშაობისათვის. ბატარეა მოთავსებულია უკანა სავარძლის ქვეშ და შესაბამისად, სალონში დამატებით ადგილს არ იკავებს.

 

Toyota-ს განცხადებით, Prius AWD-e 100 კილომეტრზე 4,7 ლიტრს წვავს, რაც ოდნავ მეტია წინა წამყვანი თვლების მქონე Prius L-ზე, რომლის წვის მაჩვენებელიც 100 კმ-ზე 4,2 ლიტრია.

 

 

მართალია, Prius-ის ეს ვერსია 2019 წლის მოდელზეა დაფუძნებული, მაგრამ შეტანილია მცირე განახლებები, მაგალითად, რესტილიზებული ფარები და ბამპერები. ოდნავ გადაკეთებულია ინტერიერიც.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია