Lexus UX-ს Nike Air Force 1-ის დიზაინზე შექმნილი თეთრი საბურავებით გამოუშვებენ

Lexus UX-ი ძირითადად ახალგაზრდა მომხმარებელზეა გათვლილი და სულაც არაა გასაკვირი, რომ კომპანიამ უნიკალური პარტნიორობა დაიწყო დიზაინერ ჯონ ელიოტთან.

 

ელიოტის მიერ არის შექმნილი ისეთი ძვირადღირებული ფეხსაცმელები, როგორებიცაა 150$-იანი Nike Air Force 1 (AF1) და 198$-იანი სანდალი Suicoke Motor-ი.

 

 

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რას შეიძლება გულისხმობდეს პარტნიორობა Lexus-სა და ფეხსაცმელების დიზაინერს შორის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კროსოვერს ფეხსაცმელების ნაცვლად აქვს საბურავები.

 

 

საბურავები ზემოთხსენებული ფეხსაცმელების შთაგონებით შეიქმნა. დიზაინერმა სცადა, მასში გაემეორებინა „კლასიკური სილუეტი“, მაგრამ ამავე დროს შეენარჩუნებინა „სისუფთავის, მიზანმიმართულებისა და თანამედროვე დიზაინის სული“.

 

 

შესაძლოა, ეს ყველაფერი სისულელედ ჟღერს, მაგრამ ფაქტია, საბურავები გადაწყვეტილია თვალისმომჭრელ თეთრ დიზაინში, აქვს ორმაგი ტყავი, მეტალის საფეხურებიანი აირსარქველი, რაც მეტალის თასმების შთაბეჭდილებას ტოვებს. საბურავები განკუთვნილია თეთრი Lexus UX-ისთვის.

 

საბურავები ძალიან გამძლე არ ჩანს, მაგრამ როგორც Lexus-ი შენიშნავს, UX-ი შექმნილია თანამედროვე ქალაქებისთვის, სადაც ცოცხალ და თანამედროვე უმაღლესი კლასის ავტომობილებს ეძებენ.

 

უცნაური საბურავების მქონე Lexus UX-ი სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოჩნდება.

 

 

Lexus UX-ის ფასი ამჟამად 32 000$-დან იწყება. საწყისი დონის UX 200-ს აქვს 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელიც 169 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასევე ხელმისაწვდომია ჰიბრიდული, 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავის მქონე ვერსია, რომელსაც ჯამში 181 ცხენის ძალა აქვს.

 

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია