Skoda-მ ჩეხეთში, ქალაქ მლადა-ბოლესლავში მდებარე საკუთარ ქარხანაში Scala-ს კომპაქტური ჰეტჩბეკის პირველი სერიული პარტიის წარმოება დაიწყო.
ახალი ჰეტჩბეკი ჩაანაცვლებს Rapid Spaceback-ს ამოავსებს Fabia-სა და Octavia-ს შორის არსებულ ნაპრალს. გარდა ამისა, ეს არის პირველი Skoda, რომელიც VW Group-ის MQB-A0 პლატფორმას ეფუძნება.
Scala აღჭურვილია უფრო მაღალი სეგმენტისთვის დამახასიათებელი დამხმარე სისტემებით, როგორებიცაა Lane Assist, Blind Spot Detect, Side Assist with Rear Traffic Alert და Adaptive Cruise Control-ი. გარდა ამისა, აქვს სრულიად LED ფარები და უკანა გაბარიტული ფარები, ისევე როგორც Sport Chassis Control-ი ჩვეულებრივი და სპორტული მართვის რეჟიმებით.
მანქანის გაყიდვები ევროპაში ამ წლის მეორე მეოთხედში დაიწყება და წარმოდგენილი იქნება ძრავის ოთხი სხვადასხვა ვარიანტით. ბაზარზე პირველად საწყისი8 დონის, ბენზინის 1.0-ლიტრიანი, სამცილინდრიანი TSI ტურბოძრავის მქონე ვერსია გავა, 94 ცხენის ძალით; მისი ბუნებრივი გაზის ვერსიას 89 ცხენის ძალა ექნება.
მას მოჰყვება საშუალო დონის, 1.0-ლიტრიანი TSI ვერსია 113 ცხენის ძალით და ამ ხაზის მოწინავე 1.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი, 148 ცხენის ძალის მქონე მოდელი. Scala ასევე შემოგვთავაზებს 1.6-ლიტრიან TDI ტურბოდიზელს 113 ცხენის ძალით.
ყველა ძრავი აღჭურვილი იქნება Stop/Start-ითა და სამუხრუჭე ენერგიის აღდგენის ტექნოლოგიით. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს, წარმოდგენილი იქნება ხუთ და ექვსსიჩქარიანი მექანიკური და შვიდსიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ვერსიები.