Mazda ჟენევის მოტორშოუზე ახალ SUV-ს წარადგენს - 2020 წლის CX-3 თუ CX-4?

Mazda თავისი ახალი SUV ავტომობილის პირველ პროვოკაციულ, გამომწვევ ფოტოს აქვეყნებს. მისი დებიუტი 5 მარტს, ჟენევის მოტორშოუზე მოხდება.


არსებობს გარკვეულ ჭორები, რომ ის ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი კუპე-კროსოვერის, CX-4-ის გადაკეთებული ვერსიაა. კიდევ ერთი ვარაუდით, ის CX-3-ის გაუმჯობესებული ვერსია იქნება.

 


ნებისმიერ შემთხვევაში, Mazda-ს განცხადებით, კროსოვერში გამოყენებული იქნება Kodo დიზაინის უფრო გაუმჯობესებული ენა. ეს განსაკუთრებით ჩანს Mazda-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფოტოზე, რომელზეც მხოლოდ უკანა ნაწილია ასახული.


როგორიც არ უნდა იყოს ეს მოდელი, ცნობილია, რომ კომპანია მას SkyActiv ძრავით აღჭურავს. გარდა ამისა, მანქანა ასევე აღჭურვილი იქნება Spark Plug Controlled Compression Ignition (SPCCI) ტექნოლოგიით, რაც მას წვის უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით საშუალებას აძლევს სიჩქარე გაზარდოს როგორც ბენზინის ძრავმა, მაგრამ ამავე დროს, რეაგირებდეს დიზელზეც.


ამ ეტაპზე, Mazda მხოლოდ ამ დეტალებს ამხელს. თუმცა, ჟენევის მოტორშოუმდე ოთხ კვირაზე ნაკლები რჩება და ყველა დეტალს სწორედ მაშინ შევიტყობთ.


ახალ SUV-ს ჟენევაში შეუერთდება უფრო დიდი CX-5-იც, რომელიც აწყობილია უფრო მაღალი ხარისხის მასალებითა, მართვის დინამიკური განახლებებითა და მანქანის დინამიკური კონტროლის სისტემა G-Vectoring Control Plus-ით, რომელიც მართვას გაცილებით აუმჯობესებს.

 


ამავე ღონისძიებაზე შედგება MX-5-ის 30-ე საიუბილეო გამოშვების ევროპული დებიუტი, რომელსაც ასევე შეუერთდება Mazda3 ჰეტჩბეკი და სედანი; ორივე მათგანი აღჭურვილია SPCCI ტექნოლოგიით.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია