2020 წლის BMW M3 სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოჩნდება და 474 ცხენის ძალა ექნება

2020 წლის BMW M3 სავარაუდოდ ფრანკფურტის მოტორშოუზე გამოჩნდება. მანამდე კი, თანდათან ხდება ცნობილი მაღალი გამავლობის მანქანის დეტალები.

 

ინტერნეტში ფოტოებს კამუფლაჟები თანდათან ეხსნება და ნათელი ხდება, რომ ამ მოდელში ნაკლებად შეიმჩნევა M3-ის აგრესიული სტილი. წინა ნაწილის დიზაინის შეცვლაში BMW-ს ძალისხმევამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. პროტოტიპს ძლიერ შენიღბული ბამპერი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე ბევრი არაფერი ჩანს, მანქანის წინა ნაწილი სავარაუდოდ მიჰყვება M340i-ის კვალს.

 

 

უფრო მეტი დეტალი ჩანს უკანა მხარეს. პროტოტიპი დგას მსუბუქ დისკებზე, რომლებიც აღჭურვილია მაღალი წარმადობის სამუხრუჭე სისტემითა და ლურჯი სუპორტებით. ასევე შეგვიძლია დავინახოთ აეროდინამიკური გვერდითი გარსშემომდენები და უფრო ფართო ფრთის თაღის საფართოებლები.

 

მართალია, მანქანის უკანა ნაწილი ძლიერ არის შენიღბული, მაგრამ ნათლად ჩანს M3-ის სპორტული უკანა გაბარიტული ფარები და ოთხი გამოსაბოლქვი მილი. სავარაუდოდ უნდა ველოდოთ უფრო აგრესიულ ბამპერს, მაგრამ კამუფლაჟი თავის როლს კარგად ასრულებს და ამ დეტალებს საგულდაგულოდ მალავს.

 

 

თითქმის არაფერია ცნობილი ინტერიერის შესახებ, მაგრამ სალონი დიდწილად გადმოტანილია 3-სერიიდან. შედეგად, მძღოლები უნდა ელოდონ 12,3-ინჩიან საზომ ხელსაწყოთა ბლოკს და 10,25-ინჩიან საინფორმაციო სისტემას. ასევე უნდა იყოს M-ის საჭე.

 

 

მოდელის შესახებ ცნობებს BMW საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მანქანას ექნება ახალი ორმაგი ტურბო, 3.0-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ძრავა 474 ცხენის ძალით. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი აღჭურვილი იქნება რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემით.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია