Porsche 718 Cayman GT4-ს სავარაუდოდ 420 ცხენის ძალა ექნება

წლის დასაწყისში Porsche-მ 718 Cayman GT4 Clubsport-ი წარმოადგინა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისში, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე ის ამ მანქანის ჩვეულებრივ ვერსიასაც წარმოადგენს.


გამოცემა Car Magazine-ის ცნობით, 2020 წლის 718 Cayman GT4 აღჭურვილი იქნება 3.8-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით, რომელიც დაახლოებით 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

 


მიუხედავად იმისა, რომ 718 Cayman GT4 Clubsport-ი აღჭურვილია ექვსსიჩქარიანი PDK ტრანსმისიით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვეულებრივი მოდელი წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიურად მექანიკური ტრანსმისიით. თუ ცნობებს დავუჯერებთ, 2020 წლის ბოლოს გამოჩნდება ავტომატური გადაცემათა კოლოფიც.

 


დეტალური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, მანქანა 100 კმ/სთ-ს 4 წამში განავითარებს, სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი კი 297 კმ/სთ-ია. შედარებისათვის — წინა თაობის Cayman GT4 100კმ/სთ-ს 4,4 წამში ავითარებდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 295 კმ/სთ ჰქონდა.

 


გავრცელებული ინფორმაციით, 50 კილოგრამით არის შემცირებული მანქანის წონაც. ასეთ მნიშვნელოვან კლებას ინჟინრებმა სავარაუდოდ თხელი მინების, ღრუიანი დისკების გამოყენებითა და სხვა მძიმე მასალების მსუბუქით ჩანაცვლების გზით მიაღწიეს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია