2020 წლის Renault Clio სუპერმინი სეგმენტის დასაპყრობად მზადაა

Renault მეხუთე თაობის Clio-ს უშვებს, რითაც ნამდვილ გამოწვევას უმზადებს  Volkswagen Polo-ს, Ford Fiesta-სა და B-სეგმენტის სხვა ჰეტჩბეკებს.

 

ავტომწარმოებელი სალონისა და ექსტერიერის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებშიც კარგად ჩანს ევოლუციური, მაგრამ სრულიად ახალი სტილი.

 

 

წინა მხარეს მანქანას აქვს უფრო დიდი ცხაური, უფრო მუსკულარული კაპოტი, ახალი ბამპერი და LED ფარები, რომლებშიც კომბინირებულია C-ის ფორმის DRL-ები. ამ მახასიათებლით ის Megane-ს წააგავს. C-ის ფორმის მახასიათებელი წარმოდგენილია უკანა გაბარიტულ ფარებშიც. შენარჩუნებული და უფრო გაუმჯობესებულია Clio-ს პრიალა პროფილი.

 

წინა მოდელისგან განსხვავებით, Clio V 14 მილიმეტრით უფრო მოკლეა, ძარა კი 30 მილიმეტრით არის დაწეული აეროდინამიკის გაუმჯობესების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ პატარაა, CMF-B პლატფორმამ მანქანა უფრო ჭკვიანურად შეფუთული გახადა, მეტი სივრცე გაჩნდა მგზავრებისთვის. უკანა სავარძლების თავის პოზიციაში დატოვების შემთხვევაშიც კი, საბარგულის სივრცე გაიზარდა 26 ლიტრით, 391 ლიტრამდე. Renault-ს განცხადებით, ასეთი სივრცე ყველაზე დიდია ამ სეგმენტში.

 

 

ცნობილია, რომ RS ხაზით გამოვა Clio RS-იც, რომელსაც უფრო სპორტული ვიზუალი ექნება. მის ინტრიერში თქვენ ნახავთ სპორტულ სავარძლებს, ტყავის პერფორირებულ საჭეს, ალუმინის პედლებს, ნახშირბადის სტილის შუასადებსა და წითლად გადაწყვეტილ ტონალობას.

 

2020 წლის Clio ხელმისაწვდომი იქნება ექსტერიერის 10 სხვადასხვა ფერში.

 

ჯერჯერობით უცნობია ძრავის დეტალური მახასიათებლები, რასაც სავარაუდოდ, Renault სულ მალე გაამხელს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია