2020 წლის Toyota GR Supra-ს BMW-ს პრემიუმ ინტერიერი აქვს

2020 წლის Toyota GR Supra-ს ინტერიერი ამ მანქანის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ არის დაკავშირებული BMW Z4-თან.

 

აშკარაა, რომ დიზაინერებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა Supra-ს ტორპედო BMW Z4-სგან განსხვავებული ყოფილიყო. მართალია, გარკვეული მსგავსება არის, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ამ მანქანების სალონი იდენტურია. თუმცა, სალონში ნახავთ BMW-ს მანაწილებელ მოწყობილობას, საინფორმაციო სისტემას, სიჩქარეების გადამრთველ ბერკეტს, საჭის ღილაკებსა თუ მართვის სახელურებს, რაც მფლობელს მუდმივად შეახსენებს, რომ მის მანქანაში ბავარიული გენებიც არის.

 

 

დეტროიტის ავტოშოუზე შემოწმების შემდეგ, სალონს პრემიუმ კლასისად მოიხსენიებს Redline Reviews-ს მიმომხილველი სოფიან ბეი.

 

ალბათ ეს გასაკვირიც არაა, რადგან მანქანაში BMW-ს წილი ძალიან ბევრია. მასალები ლამაზი და რბილია, მეტალის ჩანართები უმაღლესი ხარისხისაა, გამორჩეულია რბილი და მაღალი ხარისხის ტყავის სპორტული სავარძლები, iDrive-ზე მომუშავე საინფორმაციო სისტემა უმაღლესი ხარისხისაა როგორც მუშაობის სისწრაფის, ისე გრაფიკის თვალსაზრისით.

 

 

ორმაგი სახურავის წყალობით, პრაქტიკული და ადეკვატურია შიდა სიმაღლე. საკმაოდ პატარა ჩანს შიდა სივრცე, თუმცა არის კარგად ათვისებადი.

 

 

საერთო ჯამში, Supra-ს ინტერიერი გაცილებით უკეთესად და პრაქტიკულად გამოიყურება, ვიდრე BMW Z4-ის სალონი. მიუხედავად იმისა, რომ BMW-სთან ასე მსგავსება ბევრმა მყიდველმა შეიძლება გააპროტესტოს, აშკარაა, რომ მისი სალონი გაცილებით სჯობს ბევრი „ნამდვილი“ Toyota-ს ინტერიერს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია