Nissan-მა სპეციალური გამოშვების GT-R-ი წარმოადგინა

Nissan-ის სპეციალური გამოშვების GT-R-ი მხოლოდ იაპონიის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიამ ავტომობილი ტოკიოს ავტოსალონზე წარმოადგინა. ავტომწარმოებელმა ის თავის ბიზნესპარტნიორის, ჩოგბურთის ვარსკვლავ ნაომი ოსაკას პატივსაცემად შექმნა. ოსაკა ამჟამად Nissan-ის ბრენდის ელჩია.

 

 

სპეციალური გამოშვება მხოლოდ 50 ეგზემპლარით შემოიფარგლება, რომელთა გაყიდვაც Nissan-ს ნამდვილად არ გაუჭირდება.

 

 

GT-R-ი ერთ-ერთი განსაკუთრებულად სწრაფი მანქანაა მსოფლიოში. აქვს 3.8-ლიტრიანი V6 ორმაგი ტურბოძრავი, ექვსსიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი და მოწინავე AWD, რომელთა წყალობითაც, ავტომანქანა 96 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 3 წამში ავითარებს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია