Hyundai-მ ფეხებზე მოსიარულე მაშველი მანქანა წარმოადგინა

გასულ კვირაში Hyundai-მ გარკვეული მინიშნება გააკეთა „მოსიარულე მანქანაზე“, რითაც ყველა დააინტრიგა.

 

თუმცა, კომპანიამ ის ლას-ვეგასში უკვე ოფიციალურად წარმოადგინა და საზოგადოება კიდევ უფრო მოაჯადოვა. Ultimate Mobility Vehicle (UMV)-ის სახელით წარდგენილი Hyundai Elevate-ის კონცეპტი სამაშველო სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც მზად არის ნებისმიერი სტიქიური უბედურებისთვის.

 

 

კომპანიის განცხადებით, ის აღჭურვილია საბურავებითა და რობოტული ფეხებით, რომელთა საშუალებითაც იგი დადის, აბიჯებს და ცოცავს ყველაზე რთულ რელიეფზეც კი. დაპროექტებულია  ისე, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებულ ზონებს დაუყოვნებლივ მისწვდეს და გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

 

 

ბუნებრივი კატაკლიზმის შემდეგ, ყველაზე კრიტიკული პირველი 72 საათია. მრავალმხრივობის წყალობით, Elevate-ს შეეძლება შევიდეს ტყის ხანძრებით, მიწისძვრებით, ქარიშხლებითა თუ წყალდიდობებით დაზიანებულ ზონებში და იქ მყოფებს აღმოუჩინოს გადაუდებელი დახმარება. Elevate პირველი სატრანსპორტო საშუალებაა მოძრავი ფეხებით. შედეგად, მას შეუძლია ყველაზე მიუდგომელ ადგილებში შეღწევაც კი.

 

Hyundai-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯონ სუჰის განცხადებით, Elevate-ს მარტივად შეუძლია როგორც წყალდიდობის ნარჩენებზე, ისე მიწისძვრის ნანგრევებში გადაადგილება.

 

 

Elevate-ს აქვს 1,52-მეტრიან კედელზე აცოცების უნარი, შეუძლია გადააბიჯოს 1,5 მ სიგანის ნაპრალს, იაროს რთულ რელიეფზე, გადაახტეს 4,57 მ სიგანის ნაპრალს. ამავე დროს, იგი კორპუსსა და მგზავრებს სრულიად უვნებლად ინარჩუნებს.

 

საგანგებო სიტუაციების გარდა, Elevate-ს სხვა მისიების შესრულებაც შეუძლია. Hyundai-ს ვიცე-პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ Hyundai Elevate დიდ დახმარებას გაუწევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.

 

 

კონცეპტი იყენებს მოდულარული ელექტრომობილის პლატფორმას, რომელიც ადვილად ერგება სხვადასხვა კორპუსს სიტუაციების შესაბამისად. რობოტული ფეხების არქიტექტურა მოიცავს თვლის კორგვის პროპულსიის ძრავებს, ელექტრული შემსრულებელი ორგანოს ტექნოლოგიასა და თავისუფალ ხუთ გრადუსს. შედეგად, მანქანას შეუძლია როგორც ძუძუმწოვრების, ისე რეპტილიების სტილში სიარული და ნებისმიერი მიმართულებით სვლა.

 

 

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია