ცეცხლისმფრქვეველი საოჯახო Mercedes-AMG E63 [ვიდეო]

წარმოგიდგენთ საოჯახო მანქანას, რომელიც სხვა ავტომობილებთან ახლოს ნამდვილად არ უნდა დააპარკინგოთ — W213 Mercedes-AMG E63 ცეცხლისმფრქვეველი FI (Frequency Intelligent) გამოსაბოლქვი მილით.

 

ეს მძლავრი Mercedes-ი აღჭურვილია ECU-ს „ჭკვიანი“ გამოსაბოლქვი სარქველებით, რომელთა მიზანიც აკუსტიკის ოპტიმიზება და წარმადობის გაზრდაა. სარქველების ბოლომდე გახსნისას ხმა მაქსიმუმამდე ადის. თუმცა, როცა ისინი დახურულია, ხმის დონე საკმაოდ დაბალია, რათა ყოველდღიური ტარებისას მაქსიმალური კომფორტი მიიღოთ.

 

 

ეს ყველაფერი იქამდე, ვიდრე თქვენი მანქანა გამოსაბოლქვი მილიდან ცეცხლის გამოშვებას დაიწყებს, რაც ხშირად იმის ნიშანია, რომ ავტომობილს უკიდურესად ძლიერი ძრავის აქვს. E63-ის შემთხვევაში ნამდვილად ასეა. ყველაზე სუსტ ვერსიას 563 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი აქვს E63 S მოდელს კი 612 ცხენის ძალა. ორივე მათგანი 96 კმ/სთ-ს 3,5 წამში ავითარებს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია