იანვარში Subaru ახალი Forester-ისა და Impreza-ს კონცეპტებს წარმოადგენს

მაღალი გამავლობის კროსოვერების ნიშა ყველა ძირითად სეგმენტში BMW-ს, Mercedes-სა და Audi-ს უკავია. როგორც ჩანს, მათ მალე Subaru-ც შეუერთდება, რომელიც იანვარში, ტოკიოს ავტოსალონზე Forester STI-ის კონცეპტს წარმოადგენს.

 

Forester STI-ის კონცეპტის დებიუტი 11 იანვარს შედგება. ექსტერიერი რუხი ფერშია გადაწყვეტილი. მანქანა აღჭურვილია 19-ინჩიანი ალუმინის დისკებითა და მაღალი წარმადობის Brembo-ს სამუხრუჭე სისტემით, რომელსაც წინა მხარეს ექვსდგუშიანი მუხრუჭის კავი აქვს.

 

 

კონცეპტი ასევე გამოირჩევა გაუმჯობესებული ცხაურით, უფრო აგრესიული ბამპერითა და დაივებით. დიზაინში განხორცილებულ სხვა თვალშისაცემ ცვლილებებს შორის არის გაფართოებული გვერდითა გარსშემომდენები და მოდიფიცირებული უკანა ბამპერი ყვითელი აქცენტებით.

 

კონკრეტულ დტალებს  Subaru საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კროსოვერს ექნება კიდევ უფრო დახვეწილი e-Boxer-ის ძალური გადაცემის სისტემა. სტანდარტული Forester-ის e-Boxer-ს აქვს 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელსაც თან ახლავს 12 ცხენის ძალის მქონე დამატებითი ელექტროძრავი. საერთო ჯამში, კროსოვერს 143 ცხენის ძალა აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, STI ამ მხრივ გაცილებით მძლავრი იქნება.

 

 

გარდა Forester STI-ისა, Subaru წარმოადგენს Impreza STI-ის კონცეპტსაც. ამ ჰეტჩბეკის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ მას ექნება ძარის აეროდინამიკური ტუნინგ-პაკეტი.

 

მოდელი ასევე აღჭურვილი იქნება გაუმჯობესებული ცხაურით, კონტრასტული შავი სახურავით და მსუბუქი ლითონის დისკებით. ასევე თვალში მოგხვდებათ ახალი უკანა ბამპერი, რომელის ცენტრშიც მოთავსებულია გამონაბოლქვის ორმაგი სისტემა.

 

 

Subaru ასევე წარმოადგენს Levorg-სა და WRX STI-ს, რომლებიც აღჭურვილია STI-ს ნაწილების ასორტიმენტით. მეტ დეტალს კომპანია არ აკონკრეტებს, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ WRX STI-ს ექნება Recaro-ს სავარძლები და BBS-ის ოქროსფრად გაპრიალებული 19-ინჩიანი დისკები.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია