ორმა რუსმა მექანიკოსმა Lada Niva 6×6 მანქანად გადააკეთა

ექვსთვლიანი სპორტული ავტომობილები, ოფიციალური თუ მოდიფიცირებული, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი ბომბებია. ისინი არა მხოლოდ სხვანაირად გამოიყურებიან, არამედ თამამად დადიან ყველაზე რთულ რელიეფზეც კი, წვის სისტემის მომატების წყალობით.

 

თუმცა ხშირად, ისინი საკმაოდ  ხელმიუწვდომელია. რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ, თუ მაინც გსურთ, რომ ავტოფარეხში ასეთი მანქანა გედგათ? ამისათვის დაგჭირდებათ დონორი ავტომობილი და დამატებითი ნაწილები. დანარჩენი კი თქვენს მოხერხებულობასა და ხელებზეა დამოკიდებული.

 

 

სწორედ ასე მოიქცა ორი რუსი მექანიკოსი, რომლებმაც ჩვეულებრივი, ოთხთვლიანი Lada Niva ექვსბორბლიან მანქანად გადააკეთეს. თუმცა, მათ ჯერ არ გადაუჭრიათ მაბრუნი მომენტის გადაცემის პრობლემა. მანქანა ტექნიკურად ჯერ არის 6×4, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, 6×6-ად გადაქცევა არც ისე რთულია.

 

მას შემდეგ, რაც ძარა დაჭრეს, დაამატეს და საჭირო ნაწილები და დარწმუნდნენ, რომ გამართულია გზასთან ძარის დამაკავშირებელი მექანიზმების კვანძი, ასევე დარწმუნდნენ იმაში, რომ მოდიფიცირებული ბორბლები თაღებს არ ეხება, მექანიკოსებმა ტესტ-დრაივიც მოაწყვეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მესამე ღერძი ჯერ გამართულად არ მუშაობს, ტესტირებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა როგორც გზაზე, ისე გარკვეულ დაბრკოლებათა გადალახვისას.

 

მას შემდეგ, რაც სრულფასოვან 6×6-ად გარდაქმნიან, მექანიკოსები იმედოვნებენ, რომ დაფარავენ უფრო დიდ მანძილს და მის შესაძლებლობებს ოფროუდზეც შეამოწმებენ.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია