ახალი Ford Fiesta ST წინაზე უკეთესია, მაგრამ არა ისეთივე დახვეწილი

წინა Ford Fiesta ST სამართავად ნამდვილად კარგი მანქანა იყო, თუმცა, უკვე გამოვიდა ახალიც.

 

მას ისევ წინა წამყვანი თვლები აქვს, აღჭურვილია ექვს-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. აქვს ვექტორული მაბრუნი მომენტი, ადაპტაციური ამორტიზატორები, გაშვების კონტროლი და მართვის გადასართავი რეჟიმები, ისევე როგორც ნებაყოფლობითი მექანიკური თვითბლოკირებადი დიფერენციალი.

 

ახალი 1.5 ლ. სამცილინდრიანი ძრავი 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედეგად, ახალი Ford Fiesta ST 100 კილომეტრს წინამორბედთან შედარებით 0,4 წამით უფრო ჩქარა ავითარებს, 6,5 წამში. მაქსიმალური სიჩქარე 232 კმ/სთ-ია.

 

 

როგორც ჩანს, ახალ ჰეტჩბეკზე კომპანიამ სერიოზულად იმუშავა. საკმაოდ მძლავრია ძრავი. მაღალია სალონისა და საინფორმაციო-გასართობი სისტემის ხარისხიც.

 

ცილინდრის დეაქტივაციის სისტემა მნიშვნელოვნად ზოგავს საწვავს. საერთო ჯამში, მანქანა საკმაოდ მსუბუქი და მოქნილია.

 

Top Gear-ი იმდენად შორსაც კი წავიდა, რომ საკუთარ შეფასებაში ახალი Ford Fiesta ST-ი კომპანია Hennessey-ის მიერ დატუნინგებულ Ford Mustang-საც კი შეადარა. თუმცა იქვე შენიშნავენ, რომ ის წინა მოდელზე დახვეწილი არ არის.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია