Jeep CJ-7-მა ალასკაში მიწისძვრის შედეგად ჩანგრეული გზის მონაკვეთი უპრობლემოდ გადაკვეთა

ორი კვირის წინ, ალასკაში 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ საშინლად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ხიდები, გზები და სხვადასხვა შენობა-ნაგებობები.

 

ვიდეოში თქვენ ნახავთ, რამდენად გამანადგურებელი შეიძლება იყოს დედამიწის ძალა, რომელსაც უბრალოდ არად დაგიდევთ Jeep CJ-7. კადრებში კარგად ჩანს, რომ Wrangler-ის წინაპარს სულ არ სჭირდება გზა ან გამართული ინფრასტრუქტურა, რათა იქ წავიდეს, სადაც სურს.

 

როცა ლურჯი CJ-7-ის მძღოლი მიწისძვრის შედეგად გზაზე წარმოქმნილ უზარმაზარ ნაპრალს მიადგა, მისთვის ეს მხოლოდ მცირე დისკომფორტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მჯდომი ადამიანი მძღოლს განწირული ხმით უყვიროდა, რომ შეჩერებულიყო და ნაპრალზე არ გაევლო, მან მანქანა დახეთქილი ასფალტისა და მიწის გროვებში მაინც მიუშვა.

 

დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, CJ-7-მა გზის მეორე მხარეს სვლა თავისუფლად განაგრძო. მართალია, ვიდეოში ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს საქმე ძალზედ რთულია. როგორც ჩანს, მძღოლს უარეს ოფროუდებზე სიარულის კარგი გამოცდილება ჰქონდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მძღოლმა საოცრად გარისკა, როცა ახლად კოლაფსირებულ გზაზე გავლა გადაწყვიტა. მიწისქვეშ შეიძლება წარმოქმნილი ყოფილიყო ხვრელი და მასზე დაფარებულ ასფალტის ნაჭერს მანქანის წონისთვის ვერ გაეძლო. მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია