რომელი ბრენდების ავტომობილებს უნთებს ყველაზე იშვიათად ძრავის შემოწმების მანიშნებელი - ახალი კვლევა

ძრავის შემოწმების მანიშნებელი ნათურის ანთება (check engine) არც თუ ისე სასიამოვნოა. ეს ნიშანი შეძლება მიუთითებდეს როგორც სერიოზულ პრობლემებზე, ისე იმდენად უბრალო რამეზეც, როგორიცაა მაგალითად, საწვავის ავზის სახურავის არასათანადოდ მოჭერა.

 

ორგანიზაცია CarMD-ი აქვეყნებს თავის ყოველწლიურ შეფასებას — ავტომობილის სიჯანსაღის ინდექსსა და საიმედოობის ხარისხს. კვლევა აფასებს ძრავის შემოწმების ნათურის ანთების შემდეგ მანქანის შეკეთების სირთულესა და ხარჯებს. წელს კვლევა შეეხო 1996-2018 წლებს შორის გამოსულ 5,6 მილიონ ისეთ მანქანას, რომლებსაც ძრავის შემოწმების მანიშნებელმა 2017 წლის 1-ელ ოქტომბერსა და 2018 წლის 30 სექტემბერს შორის აუნთო.

 

როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, გაფრთხილების ეს მანიშნებელი (check engine) ყველაზე იშვიათად Toyota-ს ავტომობილებს უნთებს. შემდეგ მოდიან Acura, Hyundai, Honda და Mitsubishi.

 

მიუხედავად იმისა, რომ საიმედო მანქანის ყოლა ფრიად სასიამოვნოა, ზოგჯერ მისი შეკთების თავიდან აცილება შეუძლებელია. როცა ამ ფაქტის წინაშე დგებით, ალბათ ცდილობთ, იაფად გამოხვიდეთ. ამ მაჩვენებლით კვლევას Mazda ლიდერობს. ირკვევა, რომ ძრავის შემოწმების მანიშნებლის ანთების შემდეგ, Mazda-ს შეკეთება საშუალოდ 286$ ჯდება. მას მოჰყვებიან  Kia ($320), Dodge ($326), Hyundai ($328) და Chrysler-ი ($329).

 

2017 წელს ყველაზე იაფად შესაკეთებელი ავტომობილები იყო Hyundai Tucson-ი და Accent-ი, საშუალოდ $67 და $69. შემდეგ მოდიოდა 2016 წლის Kia Rio ($70), 2014 წლის Toyota Prius C ($83) და 2017 წლის Mitsubishi Mirage ($84).

 

როგორც კვლევამ დაადგინა, ყველაზე ხშირად, 10-დან 9 შემთხვევაში, შესაკეთებელი ან შესაცვლელია მოპარული ან დაზიანებული საწვავის ავზის ხუფი. შესაბამისად, თუკი ძრავის შემოწმების მანიშნებელმა აგინთოთ, გირჩევთ, პირველ რიგში სწორედ ეს ხუფი შეამოწმოთ.

 

ყველაზე საიმედო ავტომობილის სტატუსი 2016 წლის Audi Q5-ს ერგო. მას მოჰყვებიან Subaru Crosstrek-ი და Honda-ს სამი მოდელი (CR-V, HR-V და Civic).

 

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია