2019 წლის Kia K900 სრულფასოვანი მდიდრული სედანი იქნება

მიუხედავად იმისა, რომ მშობელ კომპანია Hyundai Motor Group-ს უკვე აქვს მდიდრული ბრენდის სტატუსი, ახალი ფლაგმანის გამოშვებისთვის მწვანე შუქი მან Kia-საც აუნთო.

 

დიზაინირებული, მეორე თაობის K900 იმავე პლატფორმის გაწელილ ვერსიას იყენებს, რასაც Stinger sports სედანი. შედეგად, ის გაცილებით მარჯვედ სამართავია, ვიდრე წინამორბედი.

 

Stinger-ის პლატფორმა 2019 წლის K900-ს მრავალ უპირატესობას აძლევს პირველი თაობის მოდელთან შედარებით. მიმომხილველთა განცხადებით, მათ შორის არის მართვის საუკეთესო დინამიკა ამ სეგმენტში. ეს კი უდიდესი უპირატესობაა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის ეკონკურენტება ისეთ მოდელებს, როგორებიცაა BMW 7 Series, Audi A8, Lexus LS და ა. შ.

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ K900 კონკურენტებთან შედარებით ათასობით დოლარით იაფია, რამაც კორეული სედანი საკმაოდ ანგარიშგასაწევი უნდა გახადოს. რა თქმა უნდა, კომპანია ვერ გვთავაზობს ყველაზე ორიგინალურ დიზაინს, მაგრამ საბაზისო მოდელის კვალობაზე ის საკმაოდ კარგად აწყობილი და აღჭურვილია.

 

მთავარ კითხვად მაინც ის რჩება, ღირს თუ არა დაახლოებით 60 000$-ის გადახდა Kia-ში. წინამორბედ მოდელებთან შედარებით, პროგრესი უზარმაზარია. K900-ის სახით შეგიძლიათ შეიძინოთ სრულფასოვანი მდიდრული სედანი სხვა ჩვეულებრივი სედანების ფასად.

 

გადაიხდით თუ არა თქვენ 60 000$-ს ახალ Kia K900-ში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია