სამხრეთ აფრიკაში 2020 წლის Volkswagen Golf Mk8 დააფიქსირეს [ვიდეო]

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, Volkswagen-მა ცოტა ხნის წინ 2020 წლის Golf Mk8-ის პროვოკაციული ფოტოები გამოაქვეყნა. ავტომობილი უკვე მოწინავე ტესტირების ფაზაშია.

 

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მისი შემოწმება უკვე ჩატარდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. თანაც ისე, რომ მანქანა კამუფლაჟითაც დაფარულიც არ ყოფილა. საინტერესოა, იყო თუ არა ის მართლაც 2020 წლის Volkswagen Golf-ი? არც ის არის გამორიცხული, ვიდეო დამონტაჟებული და ინტერნეტში შეგნებულად გავრცელებული იყოს.

 

პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ სავარაუდო VW Golf Mk8-ის წინა და უკანა ნაწილების ახალი დიზაინია. შესაძლოა, ის სულაც ადრეული ფორმის GTI ან R-ი იყოს, ანდაც საქმე გვქონდეს მაყურებელთა გასაგიჟებლად დამონტაჟებულ ვიდეოსთან. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ დადასტურებამდე ჯერ დაზუსტებით არაფერია ცნობილი.

 

 

ამასობაში Volkswagen-ი Golf Mk8-ის ტესტირებას აგრძელებს და როგორც ვიდეოში ჩანს, მის დიზაინსაც საგულდაგულოდ მალავს. წარმოების ეტაპი მომავალი წლის ივნისში დაიწყება და თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, პრემიერა 2019 წლის ბოლოსკენ შედგება.

 

გარდა განახლებული ინტერიერის და ექსტერიერისა, 2020 წლის Volkswagen Golf-ს ექნება წინამორბედთან შედარებით ოდნავ გრძელი ღერძებს შორის დაშორება. უფრო ტევადი იქნება სალონიც. ავტომწარმოებელი სავარაუდოდ ფოკუსირბულია უკანა სავარძლების მგზავრების კომფორტზე.

 

მოსალოდნელია, რომ გამოყენებული იქნება უფრო მაღალი ხარისხის პლასტმასები და სხვა ნივთიერებები. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ულტრაპოპულარული კომპაქტური მანქანა მიიღებს ნახევრად ავტომატური მართვის მახასიათებლებსა და მსუბუქ ჰიბრიდულ ძალური გადაცემის სისტემას.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია