მეორე თაობის Nissan Juke მომავალი წლის ზაფხულში გამოვა

Nissan-ს ახალი Juke წელს უნდა გამოეშვა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი გამოსვლის თარიღმა მომავალი წლისთვის გადაიწია.

 

პორტალ AutoExpress-ის ცნობით, პოპულარული სუბკომპაქტური კროსოვერი 2019 წლის ზაფხულში გამოვა და აგებული იქნება Renault-Nissan-ის CMF-B პლატფორმაზე.

 

ეს კი მას მოუტანს ახალი ძალური გადაცემის სისტემას. როგორც ჩანს, მუშაობა მიმდინარეობს ჰიბრიდულ ვარიანტზეც.

 

Nissan-ის ხელმძღვანელის, შირო ნაკუმარას განცხადებით, გამონაბოლქვის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი მოთხოვნების გამო, ელექტრიფიცირებული ვერსია „გადაუდებლად აუცილებელია, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომი იქნება ბენზინისა და დიზელის ვერსიებიც.

 

 

გამომდინარე აქედან, ახალი Juke სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება 1.5-ლიტრიანი დიზელის და 1.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავებით. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ოთხცილინდრიანი, 1.6-ლიტრიანი, 187 ცხენის ძალის მქონე ძრავიანი ვერსია.

 

ნიკამურას განცხადებით, დიზაინის თვალსაზრისით, ახალი Juke „ცეცხლოვანი და გამორჩეული, მაგრამ მაინც ადვილად ამოსაცნობი იქნება“. წინა მხარე გადმოღებული იქნება მცირე ზომის SUV მანქანებისგან, თუმცა შენარჩუნდება Juke-სთვის დამახასიათებელი ფარები.

 

 

ოდნავ გრძელი ღერძებს შორის დაშორება უზრუნველყოფს უფრო დიდ ფართობს უკანა სავარძლებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი 2020 წლის Juke-ს ინტერიერშიც. მომხმარებლებს იქ დახვდებათ უკეთესი ხარისხის პლასტმასები, განახლებული დისპლეი და საინფორმაციო სისტემა, სმარტფონთან კავშირი და ფართო დიაპაზონის პერსონალიზაციის ხელსაწყოები.

 

პირველი თაობის მსგავსად, მეორე თაობის Juke-იც გაერთიანებულ სამეფოში, Nissan-ის სანდერლენდის ქარხანაში აეწყობა, სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია