Volkswagen Group-ი შიგაწვის ძრავებს მალე ხმარებიდან ამოიღებს

Volkswagen-ს საკმაოდ თამამი ამბიციები აქვს ელექტრომობილებთან დაკავშირებით და თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, კომპანია გეგმავს, ხმარებიდან ამოიღოს შიგაწვის ძრავები.

 

რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ  სავარაუდოდ, ეს მომენტი არც ისე შორსაა. Bloomberg-ის ცნობით, კომპანიის შემდეგი თაობის შიგაწვის ძრავები ბოლო იქნება. ბენზინისა და დიზელის ახალი ძრავები 2026 წელს გამოვა და Volkswagen-ისთვის ისინი ერთ დიდ ეპოქას დაასრულებს.

 

Volkswagen-ის უფროსი სტრატეგის, მაიკლ ჯოსტის თქმით, ისინი შიგაწვის ძრავების გამოყენებას თანდათანობით აბსოლუტურ მინიმუმამდე შეამცირებენ. მან იქვე დასძინა რომ მისი კოლეგები ამჟამად ამ ტიპის ბოლო პლატფორმაზე მუშაობენ.

 

 

Volkswagen-ის ელექტრომობილი უკვე გზაშია და საზოგადოებამ ის ID კონცეპტის სახით იხილა. სავარაუდოდ, ამ ჰეტჩბეკის სახელი ID Neo იქნება და საწარმოს მომავალი წლის ბოლოს დატოვებს.

 

მას შემდეგ, რაც Volkswagen-ი ID-ის ოჯახს გაუშვებს, კომპანია ჩვეულებრივი ძრავების მქონე მანქანების ხაზს მაინც შეინარჩუნებს. ჯოსტის აზრით, ბენზინისა და დიზელის ძრავის მანქანები შესაძლოა, ბაზარზე 2050 წლამდე დარჩეს, რადგან განვითარებადმა ქვეყნებმა ვერ შეძლონ დამტენების ინფრასტრუქტურის გამართვა, რაც აუცილებელი პირობაა ელექტომობილებზე გადასვლისთვის.

 

Volkswagen-ის ეს განცხადება მოჰყვა Audi-ს აღიარებას, რომლის მიხედვითაც, ავტომწარმოებელი 2023 წლის ბოლომდე 15,8 $ მილიარდის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს ელექტრომობილებში, ციფრულ და ავტოპილოტ ტექნოლოგიებში. 2025 წლისთვის Audi დაახლოებით 20 ელექტრიფიცირებული მოდელის წარმოდგენას გეგმავს, საიდანაც ნახევარი სრულიად ელექტრო იქნება.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია