Toyota 19 ახალი და განახლებული მოდელის გამოსაშვებად ემზადება

ცოტა ხნის წინ, Toyota-მ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის Toyota-სა და Lexus-ის 31 ახალ, დიზაინირებულ ან განახლებულ მოდელს გამოუშვებს.

 

პორტალ Autoguide-თან საუბრისას, Toyota Motor North America’s Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკ ჰოლისმა აღნიშნა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კომპანია 19 მოდელს გამოუშვებს. ჰოლისის თქმით, ამ რიცხვში შედის როგორც ახალი მოდელები, ისე ავტომობილები, რომლებიც მცირე და მნიშვნელოვან განახლებებს მიიღებენ. ჰოლისი იქვე გამორიცხავს სპეციალური მოდელების გამოშვებას.

 

გასული რამდემინე წლის განმავლობაში, Toyota-მ გამოუშვა Avalon-ის, Camry-სა და Corolla-ს დიზაინირებული ვერსიები. ჰოლისის თქმით, დაახლოებით იგივეს უნდა ველოდოთ ახლაც, ოღონდ ძირითადად სპორტული ავტომობილების შემთხვევაში.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ დეტალები უცნობია, სავარაუდოდ უნდა ველოდეთ  Highlander-ის, 4Runner-ისა და Sequoia-ს გარკვეულ განახლებებს. ამ ტრიოში უძველესი მოდელია Sequoia, რომლის დებიუტიც 2007 წელს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე შედგა. დიდად ახალგაზრდა არც 4Runner-ია — მისი მეხუთე თაობის მოდელი კომპანიამ 2009 წელს წარმოადგინა.

 

თუმცა, ეს მოდელები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც Highlander-ი. ამ კროსოვერის უკანასკნელი ვერსია 2013 წელს გამოვიდა და სულ მალე, მომხმარებლებში ნამდვილი ჰიტიც გახდა. მისი გაყიდვები აშშ-ში სულ უფრო იზრდებოდა. მხოლოდ 2017 წელს ამ ქვეყანაში გაიყიდა Highlander-ის 215 000 ერთეული.

 

სპორტულ ავტომობილებზე საუბრისას, Toyota გარკვეულ მინიშნებას სრულიად ახალ მოდელზეც აკეთებს, მაგრამ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერს აკონკრეტებს.

 

ახალო კროსოვერის ან  SUV-ის შესაძლებლობის გარდა, Toyota უშვებს 2020 წლის ახალ Supra-ს, რომლის პრეზენტაციაც იანვარში შედგება ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე. გასულ კვირაში, ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე ცნობილი გახდა, რომ ასევე უნდა ველოდოთ Prius Prime-ისა და სტანდარტული მოდელის განახლებულ ვერსიებს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია