მოტომრბოლელი, რომელმაც ბოლო 6 წლის განმავლობაში უკვე მე-6 ახალი BMW M მოიგო

წარმოიდგინეთ, რომ შეჯიბრში ახალი BMW მოიგეთ, თანაც BMW M-ი. ახლა სცადეთ იმის წარმოდგენაც, რომ ეს ამაღელვებელი განცდა უკვე ექვსჯერ შეიგრძენით. სწორედ ასე შეიძლება განიცადოთ მარკ მარკესის ეიფორია.

 

მარკესი მოტოციკლისტი მრბოლელია და ამ საქმეში მოწინავეა. უკვე ექვსი წელია, ის პოზიტიურად დომინირებს MotoGP-ში და ყოველ წელს ტიტულსაც იგებს.

 

ამ პროცესში, ექვსივე წლის განმავლობაში, ის ჯილდოდ ახალ BMW-ს M-სერიის მოდელს იგებს. ასე მოხდა წელსაც. შედეგად, მას ყოველ წელს ახალი მანქანა ჰყავს.

 

2013 წელს მარკესმა M6 კუპე მოიგო. 2014 წელს M4 კუპე. 2015 წელს M6 კაბრიოლეტი. 2016 წელს M2 კუპე. შარშან კოლექციას მან M4 CS მიამატა, წელს კი M3 CS ერგო.

 

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც ლიგას შეუერთდა, მარკესი Honda-თი ასპარეზობს. MotoGP-ის ოფიციალური პარტნიორია BMW-ს M ქვედანაყოფი, რომელიც გამარჯვებულს საკუთარი მოდელის ავტომობილით აჯილდოებს.

 

 

 

 

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია