იაპონიაში Nissan-ის ხელმძღვანელი შემოსავლების დამალვის გამო დააკავეს

იაპონიაში Renault-Nissan-Mitsubishi-ს აღმასრულებელი დირექტორი, წარმოშობით ბრაზილიელი კარლოს გოსნი დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კომპანიის წარმომადგენლობითი დირექტორი გრეგ კელიც. იაპონელი სამართალდამცველები მათ შემოსავლების დამალვაში ადანაშაულებენ.

 

Nissan-მა უკვე დაადასტურა, რომ აღნიშნულ საკითხზე გოსნისა და კელის წინააღმდეგ შიდა გამოძიება მათაც ჩაატარეს.

 

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, გოსნს ბრალად ედება ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული 44$ მილიონი შემოსავლის დამალვა და იაპონიის ფინანსური კანონების სხვა დარღვევები.

 

Nissan-მა გოსნი და კელი დაკავებული თანამდებობებიდან უკვე გადააყენა.

 

 

„როგორც გამოძიებამ აჩვენა, მრავალი წლის განმავლობაში, გოსნი და კელი დეკლარაციაში იმაზე გაცილებით ნაკლებ შემოსავალს უთითებდნენ, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდათ. გარდა ამისა, გოსნის წინააღმდეგ გამოიკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სხვა ფაქტებიც, მაგალითად, კომპანიის აქტივების პირადი მიზნებისთვის გამოყენება“, — ნათქვამია Nissan-ის ოფიციალურ განცხადებაში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია