Lamborghini Squadra Corse-მა ახალი Urus ST-X-ის კონცეპტი წარმოადგინა.
გარდა იმისა, რომ სპეციალურად ავტორბოლის სერიისთვის შექმნილი მოდელი აერთიანებს ოფროუდისა და ტრადიციული მართვის ელემენტებს, ახალი Urus ST-X-ის კონცეპტი გამოირჩევა ღია მწვანე ფერში გადაწყვეტილი აგრესიული დიზაინით.
Lamborghini ბევრ მახასიათებელს არ ამჟღავნებს, მაგრამ სარბოლო კროსოვერი აღჭურვილია ვენტილირებადი ნახშირბადის ბოჭკოვანი დეფლექტორით, ჰაერის დიდი მიმღებით, 21-ინჩიანი დისკებითა და Pirelli-ს საბურავებით.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს კროსოვერი სპეციალურად შეჯიბრებისთვისაა შექმნილი, გამოირჩევა უსაფრთხოების მრავალი მახასიათებლით. მათ შორის არის უსაფრთხოების კარკასი, ცეცხლის ჩაქრობის სისტემა და FT3 საწვავის ავზი. გარდა ამისა, ახალი Urus-ი სტანდარტულ მოდელთან შედარებით 25 პროცენტით მსუბუქია. სავარაუდოდ, ის 1649 კგ იქნება.
მიუხედავად ასეთი სიმსუბუქისა, იგი გამოიყენებს იგივე ორმაგ ტურბო 4.0-ლიტრიან V8 ძრავს, რომელიც 641 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. Lamborghini არ აკონკრეტებს ახალი მოელის სისწრაფეს, მაგრამ ცნობილია, რომ სტანდარტული Urus-ი 100კ კმ/სთ-ს 3,6 წამში ავითარებს.
Urus ST-X-ის კონცეპტის ტრასაზე დებიუტი 2019 წელს Lamborghini World Finals-ზე შედგება და წარმოებაში სავარაუდოდ 2020 წლისთვის, შეზღუდული ოდენობით ჩაეშვება.