მომავალ წელს BMW X3-ისა და X5-ის plug-in ჰიბრიდ ვერსიები გამოვა

ახალი BMW X3 წარმოდგენილია რამდენიმე სახის ძრავით, არჩევანი მხოლოდ თქვენზეა. თუმცა, BMW ახალ ვარიანტებზეც მუშაობს.

 

ყველაზე ამაღელვებელი, რა თქმა უნდა, ახალი X3 M მოდელია, მაგრამ მიუნხენიდან გავრცელებული უკანასკნელი ცნობების მიხედვით, მალე ვიხილავთ X3-ის plug-in ჰიბრიდ ვერსიასაც.

 

„ახალი X3 მომხმარებლებში ნამდვილი ჰიტი გახდა. მომავალ წელს მას შეუერთდება X3-ისა და X4-ის M-მოდელები, ისევე როგორც X3-ისა და X5-ის plug-in ჰიბრიდები“, — აღნიშნავს BMW-ის ხელმძღვანელი ჰარალდ კრიუგერი.

 

 

BMWBlog-ის მიხედვით, plug-in ჰიბრიდ X3-ს იგივე გამწევი სისტემა ექნება, რაც ახალ 330e-ს — 3-სერიის ბოლო plug-in ვერსიას. იგი აერთიანებს 2.0-ლიტრიან ტურბოძრავსა და ელექტროძრავს, რომელთა საერთო სიმძლავრე 248 ცხენის ძალას აღწევს.

 

რაც შეეხება X5-ის plug-in ვერსიას, ის გამოიყენებს უფრო ძლიერ გამწევს სისტემას და სავარაუდოდ, ექნება 390 ცხენის ძალა. ავტომწარმოებლის მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ორივე მოდელი ბაზარზე დაახლოებით ახალი წლის შემდეგ, ახალ X3 M-თან და X4 M-თან ერთად გაეშვება.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია