Cadillac-მა ახალი XT4 წარმოადგინა

როგორც იქნა, Cadillac-მა ბაზარზე XT4 გაუშვა და შეაბიჯა პრემიუმ კლასის SUV ავტომობილებით სავსე სეგმენტში, სადაც მყარ პოზიციებს უკვე იკავებენ ისეთი კონკურენტები, როგორებიცაა BMW X1, Audi Q3, Volvo XC40 და ა. შ.

 

ახალი Cadillac XT4-ს დიზაინი ინარჩუნებს მშვენიერ ბალანსს და უფრო საინტერესოდ გამოიყურება, ვიდრე კომპანიის დიდი და კონსერვატიული სპორტული ავტომობილები. მაგრამ რა საკვირველია, ადვილად მიხვდებით, რომ ის Cadillac-ის ოჯახის წევრია.

 

 

დაბლა ჩაშვებული წინა LED ფარები შესაძლოა, ყველას გემოვნებაში არ ჯდებოდეს, მაგრამ მანქანის დანარჩენი ნაწილი საკმაოდ მომხიბვლელია მისი სეგმენტისთვის და ადვილად შეიმჩნევა, რომ პრემიუმ-კლასს ეკუთვნის.

 

აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდირიანი ტურბოძრავით, რომლის სიმძლავრეც 237 ცხენის ძალას შეადგენს. ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ცხრა სიჩქარე აქვს. გარდა სტანდარტული წინა წამყვანი თვლებისა, Cadillac-ი მომხმარებელს ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსიასაც სთავაზობს.

სალონი საკმაოდ თანამედროვედ და მდიდრულად გამოიყურება, ამშვენებს მაღალი ხარისხის მასალები. იქვე ნახავთ რვა-ინჩიან სენსორულ დისპლეის, გაუმჯობესებულ ხმის ამომცნობ სისტემას,  NFC კავშირსა და Super Cruise სისტემას.

 

შეიძლება ითქვას, რომ ახალ Cadillac XT4-ს აქვს ყველაფერი, რაც მისი კლასის საუკეთესო ავტომობილებთან კონკურენციისთვის სჭირდება.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია