Porsche-მ და მოდის ბრენდმა Hugo Boss-მა მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმეს

Porsche-მ და Hugo Boss-მა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გერმანული მოდის ბრენდი ოფიციალურად შემოსავს Porsche Motorsport-ის გუნდს მთელ მსოფლიოში.

 

შეთანხმება ასევე მოიცავს Formula E-ს Porsche-ს გუნდის ეკიპირებას. ელექტრომანქანების ეს შეჯიბრი 2019 წლის დეკემბერში დაიწყება.

 

„Formula E ძლიერ მიმზიდველი შეჯიბრია. ის ჩვენ ბრწყინვალე გარემოს გვთავაზობს ჩვენი ავტომობილების მუდმივი განვითარებისთვის ეფექტიანობისა და საიმედოობის თვალსაზრისით. ჩვენი დებიუტი ამ შეჯიბრში 2019-2020 წლის სეზონზე შედგება. მოდის სახელგანთქმული კომპანია Hugo Boss-ი ჩვენთვის ნამდვილად ბრწყინვალე პარტნიორია“, — აღნიშნავს Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლამი.

 

 

ავტოსპორტის გარდა, პარტნიორობა ასევე მოიცავს სხვა სფეროებს. მაგალითად, Hugo Boss-ი თავის მაღაზიებისთვის შექმნის კოლექცია Porsche x BOSS-ს. ამ პროდუქციის ონლაინ-გაყიდვები მომავალი წლის მარტში დაიწყება.

 

 

პარტნიორობით კმაყოფილებას ვერც ვერ Hugo Boss-ის ხელმძღვანელი მალავს.

„Porsche და Hugo Boss-ი ორივე მიდრეკილია ინოვაციებისა და ბრწყინვალებისკენ. ავტოსპორტის სეგმენტში ჩვენ საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ამჟამად ახალ დონეს მისწვდება“, — ამბობს მარკ ლენგერი.

 

Formula E-ს შეჯიბრზე Porsche დაუპირისპირდება ისეთ კონკურენტებს, როგორებიც არიან Mercedes-ი, BMW და Audi.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია