ილონ მასკის თქმით, Ford-ი შემდეგ რეცესიას ვეღარ გაუძლებს

Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი ვარაუოდობს, რომ კომპანია Ford-ი შემდეგ რეცესიას ვერ გადაურჩება.

 

გამოცემა Recode-ისთვის მიცემულ ყოვლისმომცველ ინტერვიუში მასკი აღნიშნავს, რომ Tesla და Ford-ი ბოლო ვარდნას (რეცესია) ძლივს გადაურჩნენ და შესაძლოა, შემდეგი ვარდნისას Ford-ი ასე იღბლიანი აღარ აღმოჩნდეს.

 

აღნიშნულის შესახებ მასკმა წარმატებული ავტომწარმოებელი კომპანიის შექმნის სირთულეზე საუბრისას განაცხადა.

 

„წარმატებული ავტომწარმოებლის შექმნა წარმოუდგენლად რთულია. მანქანების კომპანიის შექმნის მცდელობა ბევრს ჰქონდა, მაგრამ უმეტესი მათგანი ჩავარდა. კრახი განიცადეს მათაც კი, ვისაც ჰყავდა ბევრი მომხმარებელი, ათასობით დილერი თუ სერვის-ცენტრი. მათ უკვე გახარჯეს ფაბრიკებისთვის საჭირო კაპიტალი, მაგალითად GM-მა და Chrysler-მა“, — აღნიშნა მასკმა.

 

 

მასკი ასევე ღიად საუბრობს, თუ როგორ გადარჩინა ათი წლის წინ, ფინანსური კრიზისის დროს მისი კომპანია გერმანული გიგანტის, Daimler-ის 50$ მილიონიანმა ინვესტიციამ. ოთხი წლის წინ, Daimler-მა Tesla-ში ჩადებული საკუთარი ინვესტიცია 780$ მილიონად გაყიდა.

 

გარდა ამ თემებისა, Recode-თან ინტერვიუში მასკი სხვა მრავალ საკითხსაც შეეხო. მაგალითად, ისაუბრა Tesla-ს ახალ სატვირთოზე, რომელიც მალე გამოვა. მასკი აღიარებს, რომ ჯერ არ იცის, როგორ წარიმართება ამ მანქანის გაყიდვები. მილიარდერი ასევე შეეხო გავრცელებულ ინფორმაციას Tesla-ს Model 3-ის ირგვლივ FBI-ს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ და ამ ამბავს „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა. მასკმა იქვე დასძინა, რომ შემდეგი თაობის Tesla Roadster-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იქნება მთელ პლანეტაზე.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია