Hyundai და Kia გარკვეული მოდელებისთვის მზის პანელების სისტემას ქმნიან

Hyundai და Kia მზის ენერგიაზე დამუხტვის ტექნოლოგების შექმნას გეგმავენ. სისტემა მათ ზოგიერთ  ავტომობილში 2019 წლის შემდეგ გამოჩნდება.

 

ორმა სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა შექმნა ელექტროენერგიის გამომმუშავებელი მზის პანელები, რომლებიც მანქანის სახურავზე დამონტაჟდება და დამატებით ელექტროენერგიას მიაწვდის შიდა წვის ძრავიან, ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს.

 

მუშაობა მიმდინარეობს მზის სინათლეზე დამუხტვის სამ სისტემაზე. მათ შორის არის პირველი თაობის სილიკონის მზის სახურავის სისტემა, მეორე თაობის ნახევრად გამჭვირვალე მზის სახურავის სისტემა და მესამე თაობის მსუბუქი მზის სახურავი.

 

 

პირველი თაობა გამოყენებული იქნება ჰიბრიდულ მოდელებში და გულისხმობს  სილიკონის მზის პანელებს, რომლებიც ჩვეულებრივი მანქანის სახურავზე დამონტაჟებას. ამინდიდან გამომდინარე, ამ სისტემას ავტომობილის ბატარეის დატენვა დღეში 30-60 პროცენტით შეეძლება.

 

რაც შეეხება მეორე თაობის ნახევრად გამჭვირვალე პანელების სისტემას, მას მხოლოდ შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომანქანებში გამოიყენებენ. CO2-ის გამოყოფის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების ფონზე, Hyundai და Kia იმედოვნებენ, რომ ასეთ ენერგიაზე მომუშავე მათ ავტომობილებს ბაზარზე დიდი წარმატება ექნება.

 

მესამე თაობის სისტემა კი გულისხმობს მზის პანელებიანი სტრუქტურის დამონტაჟებას სახურავსა და კაპოტზე.

ავტომწარმოებლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, მათ რომელ მოდელებში გამოჩნდება მზის ტექნოლოგიები პირველად.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია