2019 წლის Lexus CT 200h-ის ახალი მახასიათებლები

Lexus-მა მოკრძალებულად განაახლა CT 200h-ის 2019 წლის მოდელი. ხაზი შედარებით გამარტივებულია, ფასი კი გაზრდილი.

 

წინა ვერსიასთან შედარებით, ფასი 2 000 დოლარით არის მომატებული და დაახლოებით 25 500 დოლარს აღწევს. სამაგიეროდ, მოდელს დამატებული აქვს ახალი დეტალები. სტანდარტული მახასიათებლების გარდა, მომხმარებლებს ელოდება 17-ინჩიანი ალუმინის დისკები, პარკირების უკანა სენსორები და უკანა ხედვის კამერა, წვიმის სენსორზე მომუშავე მინის საწმენდები, ორმაგი ზონის კლიმატ-კონტროლი და 7-ინჩიანი დისპლეი.

 

 

Lexus-მა CT 200h-ის ოჯახიდან ამოიღო SE და მდიდრული მოდელები. ალტერნატივად რჩება მხოლოდ სპორტული ვერსია. სპეციფიკური განახლებებია როგორც მის ინტერიერში, ისე ექსტერიერში. მათ შორის არის სპორტული სავალი ნაწილები, Tahara-ს გადასაკრავები, წინა სავარძლების გათბობა და ავტომატურად ჩაბნელებადი უკანა ხედვის სარკე. ფასი 34 597 დოლარიდან იწყება.

 

 

Lexus CT 200h-ის ხაზის მოწინავე ვერსიაა Takumi. აღჭურვილია LED ფარებით, ლუქით, პარკირების წინა და უკანა სენსორებით, Lexus-ის პრემიუმ სანავიგაციო სისტემითა და Mark Levinson-ის აუდიოსისტემით.

 

2019 წლის მოდელებში უცვლელია გამწევი სისტემა. ტრადიციულად, აღჭურვილია 1.8-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც ელექტროძრავთან ერთად 134 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია