Toyota-მ წარმოადგინა წყალბადზე მომუშავე Tundra, პიცის რობოტული საცხობით

SEMA-ს ავტოშოუზე Toyota-მ Tundra-ს ორი კონცეპტი წარმოადგინა. მათ შორის ერთ-ერთია წყალბადზე მომუშავე სატვირთო, რომელიც რობოტულად ამზადებს პიცას.

 

მისი სახელია Tundra Pie Pro და აქვს იგივე გამწევი სისტემა, რაც Toyota Mirai-ს. ძარაში მანქანას ჩამონტაჟებული აქვს სამზარეულო, რომელიც წყალბადით გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მუშაობს.

 

 

გარდა იმისა, რომ შესაძლებელია ბენზინის ძრავის გადართვა წყალბადის ელექტროძრავზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიკური ცვლილება ისაა, რომ შესაძლებელია სატვირთოს გადართვა წინა წამყვან თვლებიან მანქანად.

 

პროექტი ეფუძნება Tundra SR5-ს. Toyota-სა და Pizza Hut-ის თანამშრომლობის შედეგად, Tundra Pie Pro სრულად ავტომატიზებულია და აღჭურვილია მობილური სამზარეულოთი, რომელსაც 6-7 წუთში პიცის მომზადება შეუძლია.

 

ძარაში ჩამონტაჟებულ ორ რობოტულ მკლავს შეუძლია გამოცხობა, დაჭრა, ყუთში ჩადება და მომხმარებლისთვის პიცის ხელში მიწოდება. პროცესი მაშინ იწყება, როცა ერთი რობოტული მკლავი მაცივარს აღებს და შერჩეულ პიცას იღებს. ამის შემდეგ, ის მას ღუმელის კონვეიერში ათავსებს და კვლავ მაცივრის კართან ბრუნდება. უკვე ამის შემდეგ, პიცა მაღალი სიჩქარის უვენტილაციო ღუმელში გადადის.

 

 

მას შემდეგ, რაც პიცა გამოცხვება, მეორე მხარეს მდებარე მეორე რობოტული მკლავი ღუმელიდან გამოიღებს და საჭრელ დაფაზე მოათავსებს. მზა პიცას მკლავი ამის შემდეგ ექვს თანაბარ ნაწილად ჭრის, ფუთავს და მანქანის მეორე მხარეს მდგარ მომხმარებელს აწვდის.

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია