2019 წლის Kia Rio-ს მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი ვერსია აღარ გამოვა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Kia-ს გარკვეული ცვლილებები შეაქვს 2019MY Rio-ში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ექვს-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე უარის თქმა.

 

გამომდინარე აქედან, Rio-ს 2019 წლის მოდელები მხოლოდ ექვს-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ პორტალი  CarsDirect-ი კორეული ავტომწარმოებლის მიერ ამერიკელ დილერთათვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით იუწყება.

 

 

გარდა ამისა, Kia უარს ამბობს EX კონფიგურაციაზეც. სანაცვლოდ, ოთხკარიანი მოდელები წარმოდგენილი იქნება LX და S კონფიგურაციებით.

 

აღსანიშნავია, რომ S კონფიგურაცია ამჟამად იხვეწება და აღიჭურვება დამატებითი მახასიათებლებით. მათ შორის იქნება 7-ინჩიანი სენსორული დისპლეი, რომელიც იმუშავებს Apple CarPlay, Android Auto ან UVO Play-ზე. პაკეტში იქნება უკანა ხედვის კამერაც.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია