გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Kia-ს გარკვეული ცვლილებები შეაქვს 2019MY Rio-ში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ექვს-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე უარის თქმა.
გამომდინარე აქედან, Rio-ს 2019 წლის მოდელები მხოლოდ ექვს-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ პორტალი CarsDirect-ი კორეული ავტომწარმოებლის მიერ ამერიკელ დილერთათვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით იუწყება.
გარდა ამისა, Kia უარს ამბობს EX კონფიგურაციაზეც. სანაცვლოდ, ოთხკარიანი მოდელები წარმოდგენილი იქნება LX და S კონფიგურაციებით.
აღსანიშნავია, რომ S კონფიგურაცია ამჟამად იხვეწება და აღიჭურვება დამატებითი მახასიათებლებით. მათ შორის იქნება 7-ინჩიანი სენსორული დისპლეი, რომელიც იმუშავებს Apple CarPlay, Android Auto ან UVO Play-ზე. პაკეტში იქნება უკანა ხედვის კამერაც.