Jaguar-Land Rover-მა სლოვაკეთში ახალი ქარხანა გახსნა - 100 000 მანქანა წელიწადში

Jaguar-Land Rover-მა სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში ოფიციალურად გახსნა თავისი ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმო. 2020 წლისთვის ამ ქარხანაში კომპანია წელიწადში 100 000 ავტომობილის წარმოებას გეგმავს.

 

ქარხანა აღჭურვილია სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით და პირველია ევროპაში, რომელიც Kuka’s Pulse-ის გადამტან სისტემას იყენებს. ტრადიციულ გადამზიდავ სისტემებთან შედარებით, ამ სისტემას ტრანსფერისთვის 30 პროცენტით ნაკლები დრო სჭირდება.

 

 

ნიტრას საწარმოში ამჟამად 1500 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ამ კოლექტივს ნოემბერში კიდევ 800 კაცი დაემატება.

 

ქარხანაში 1,6$ მილიარდის ინვესტიცია ჩაიდო და ის ძირითადად Land Rover Discovery-ს მოდელებს გამოუშვებს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ Jaguar-Land Rover-ის სული და გული გაერთიანებულ სამეფოში რჩება, საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება ჩვენს ბრიტანულ ბიზნესს მხოლოდ ამდიდრებს და აძლიერებს. სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში გახსნილი ჩვენი ახალი ქარხანა წარმოადგენს სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისს Jaguar-Land Rover-ის წარმოებაში“, — აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რალფ სპეთი.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია