ალბერტ გოერტსი – BMW 507 დიზაინიდან როიალამდე

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში ყველა დროის დახვეწილი დიზაინისა და საინტერესეო ისტორიის მქონდე მანქანა BMW 507 შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ BMW 507 კომპანიის უდიდესი ფინანსური შეცდომა იყო, მან მსოფლიოს BMW-ს შესაძლებლობები უჩვენა.

 

 

მანქანის ვიზუალი დიზაინერ ალბერტ ვონ გოერტს მიანდეს, რომელმაც ხელოვნების ნიმუში შექმნა. ყველასთვის საოცნებო როდსტერმა BMW 507-მა, დინამიური სილუეტითა და ფართო, პრიალა ზედაპირით ავტომობილების საერთაშორისო გამოფენაზე ფურორი მოახდინა.

 

 

BMW 507-მა გამოჩენისთანავე დაიპყრო ავტომობილთა კოლექციონერების გულები. მისი ელეგანტურობა, მოძრაობის სტილი და ჰაერის გამწოვიელემენტის უნიკალურობა დღემდე BMW-ს ახალი თაობის როდსტერებისინს პირაციაა.

 

BMW 507-ის მხოლოდ 252 მოდელი შეიქმნა, რომლებიც ყველზე ძვირფას კლასიკურ ავტომობილებად ითვლებიან ჩვენი დროის როდსტერების ინდუსტრიაში.

 

 

დიზაინერ ალბერტ გოერტსმა ასევე შექმნა დიზაინი პორსშესა და ნისან სილვიას მოდელებისთვის, მაგრამ პირველი ქმნილება BMW 507 ყველასგან გამორჩეულია, რადგან დახვეწილი სტილის მქონე მანქნამ დროს გაუძლო.

 

ალბერტ გოერტსმა BMW 507-ის პრიალა კორპუსს ახალი სიცოცხლე მიანიჭა და 2008 წელს Steinway & Sons კომპანიის 125 წლის იუბილესთვის როიალის განსაკუთრებული დიზაინი შექმნა.

 

“გოერტსის უკანასკნელი ნამუშევარიც ხელოვნების ნიმუშად არის აღიარებული. BMW 507-ისა და ცნობილი კომპანიის დაკვეთით შესრულებული როიალის შტრიხებმა დიზაინერს საყოველთაო აღიარება მოუპოვა”

მანქანის აგრესიული ვიზუალი, გლუვი ზედაპირითა და დახვეწილი დიზაინის კორპუსით ბევრისთვის მიმზიდველს ხდიდა მას. BMW 507-ის ცნობილ მფლობელებს შორის ალბათ, ყველაზე განსაკუთრებული ელვის პრესლია.

 

 

ელვისის თეთრი BMW 507 თაყვანისმცემელი გოგონების სასიყვარულო შეტყობინებებით, ტელეფონის ნომრებითა და წითელი ტუჩსაცხით იყოაჭრელებული.

 

გასულ წელს, სამოცი წლის შემდგომ, ელვისის მანქანა როდსტერის მუზეუმში დაბრუნდა, რომელიც BMW-ს მანქანების საგამოფენო ცენტრია.

 

BMW 507 შეძენა $ 5,000 იყო შესაძლებელი, დღეს კი მის შესაძენად მილიონებს უნდა ფლობდეთ. საშუალოდ როდსტერით თავის მოწონებისთვის $ 1,393,333 გადადება მოგიწევთ, ყველაზე დაბალფასად შესაძენად საბანკო ანგარიშზე $ 935,000 უნდა გქონდეთ, ყველაზე დიდ თანხად შეფასებული BMW 507-სთვის კი არც მეტი არც ნაკელბი $ 1,925,000.

 

 

BMW 507-ს სამანქანო ინდუსტრიაში პიონერიც შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მანქანა მიმზიდველი ავტომობილების წარმოების დასაწყისისსიმბოლოა, რომელმაც დროსა და დიზაინის ცვალებადობას გაუძლო. BMW 507-ის წარმოება 1960 წელს შეწყდა.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია