ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გაიხსნა

რამდენჯერმე გადადების შემდეგ, ჩინეთში როგორც იქნა გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი.

 

ხიდის სიგრძე 35,6 კილომეტრია და გადაჭიმულია კუნძულ ლანტაუს ჩრდილოეთ ნაპირსა და მდინარე ჩუძიანის (მარგალიტების მდინარე) დელტას შორის.  მშენებლობა 20$ მილიარდი დაჯდა.

 

 

მედიასაშუალებათა ერთი ნაწილი ხიდის სიგრძედ 55 კმ-ს ასახელებს, მაგრამ როგორც ჰონგ-კონგი-ჟუჰაის-მაკაოს ხიდის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ძირითადი პროექტის სიგრძე დაახლოებით 42 კილომეტრს აღწევს. ამ მაჩვენებელში ასევე შედის 6,7 კმ სიგრძის მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც გემებზე მაგისტრალის გადაკვეთის საშუალებას აძლევს.

 

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ჰონგ-კონგს, მაკაოს და კონტინენტური ჩინეთის ქალაქ ჟუჰაის. გახსნის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება ამ სამ ქალაქს შორის გადაადგილებისათვის საჭირო დრო. ჰონგ-კონგის მთავრობის განცხადებით, ჟუჰაიდან და ჰონგ-კონგის აეროპორტამდე მისვლა ოთხი საათის ნაცვლად 45 წუთში იქნება შესაძლებელი.

 

ხიდის ექსპლუატაციის ვადა 120 წელია და იყენებს ულტრაძლიერ კონსტრუქციებს, რომელიც ტაიფუნებსაც გაუძლებს.

 

CNN-ის ცნობით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ხიდზე მანქანით გადაადგილების შესაძლებლობა არ ექნება, რადგან იქ მხოლოდ სპეციალური ავტობუსები და დასაქირავებელი მანქანები იმოძრავებენ. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ხიდზე მანქანის მართვის საშუალება ძალიან ცოტა ხალხს ექნება და ისიც, მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

 

 

 

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია