Ford-ი შუქნიშნების გარეშე მოძრაობის ტექნოლოგიაზე მუშაობს

არავის მოსწონს შუქნიშნის წითელ შუქზე ლოდინი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საპირისპირო მიმართულების ზოლი თავისუფალია.

 

ადამიანები წელიწადში დაახლოებით ორ დღეს შუქნიშნის მოლოდინში ხარჯავენ. ამ პრობლემის მოსაგვარებელ გზებს Ford-ი აქტიურად იკვლევს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მოცემული იდეა ერთი შეხედვით საკმაოდ საშიშია, რადგან ასახულია, როგორ მოძრაობენ მანქანები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს გზაჯვარედინზე, რომელზეც შუქნიშანი არ არის.

 

სიახლოვეს მყოფ ავტომობილთან კოორდინაციისათვის, Dubbed Intersection Priority Management-ის (IMP) სისტემა იყენებს მანქანა-მანქანის კომუნიკაციის ტექნოლოგიას. ერთსა და იმავე გზაჯვარედინთან ორი მანქანის მიახლოებისას,  სისტემა ეკრანზე აჩვენებს იმ იდეალურ სიჩქარეს, რომლითაც გზაჯვარედინს ისინი ერთმანეთთან შეჯახების გარეშე გადაკვეთენ.

 

 

 ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაჩერება არც ერთ მანქანას აღარ მოუწევს. Ford-ის განცხადებით, გარდა დროის დაზოგვისა, ეს სისტემა ასევე დაზოგავს საწვავსაც, რადგან მძღოლებს შუქნიშნის წითელზე გაჩერება და ლოდინი აღარ მოუწევთ. ტექნოლოგია ასევე იმედისმომცემია უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისითაც, რადგან ცნობილია, რომ ავტოსაგზაო ინციდენტთა 60 პროცენტი სწორედ გზაჯვარედინებზე ხდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ერთი შეხედვით საკმაოდ რადიკალური ჩანს, Ford-ი აღნიშნავს, რომ ეს იდეა მათ გადატვირთულ ბრბოში გზის გაკვალვისას ადამიანთა ურთიერთშეთანხმების უნარმა შთააგონა. როგორც კომპანია განმარტავს, ერთმანეთთან შეჯახების თავიდან ასარიდებლად, ადამიანები სიჩქარეს უკლებენ ან უმატებენ, მაგრამ არ წყვეტენ მოძრაობას. რა თქმა უნდა, არის შეჯახების შემთხვევებიც, რაც გაცილებით ნაკლებად სერიოზული შედეგებით მთავრდება, ვიდრე მანქანების შეჯახება.

 

სისტემა გათვლილია ადამიანთა მიერ მართული ავტომობილებისათვის, მაგრამ როგორც Ford-ი აცხადებს, იგივე ტექნოლოგიის დანერგვა შესაძლებელია ავტოპილოტ მანქანებშიც.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია