2019 წლის Toyota RAV4 - მოკლე მიმოხილვა

Toyota-მ მედიის წარმომადგენლებისთვის ახალი RAV4-ის სატესტო მართვა დაიწყო, მაგრამ 20 ნოემბრამდე მკაცრად უკრძალავს შთაბეჭდილებების, საწვავის ეკონომიისა და ფასის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

 

თუმცა, ორგანიზაცია Kelley Blue Book-ი ტესტის შესახებ გარკვეულ ცნობებს მაინც აქვეყნებს. მათ შორის არის ექსტერიერისა, ინტერიერისა და საკომუნიკაციო საშუალებების დეტალები.

 

ახალი თაობის RAV4 წინამორბედზე უფრო დაბალი და განიერია, აქვს ღერძებს შორის უფრო გრძელი დაშორება, მიუხედავად იმისა, რომ სიგრძეში ოდნავ უფრო მოკლეა.

 

რაც შეეხება ექსტერიერს — ახალ Toyota RAV4-ს უფრო კვადრატული და უხეში იერი აქვს. ისეთი დეტალები, როგორებიცაა წინა ფარები, ცხაური და განსხვავებული დამცავი მოწყობილობა, Toyota-ს ახალ SUV-ს უფრო თამამ ხასიათს სძენს.

 

ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებულად ახალი არაფერია, მაგრამ Toyota-მ გამოიყენა რამდენიმე ისეთი მახასიათებელი, რომელიც ახალ RAV4-ს უფრო განსაკუთრებულს ხდის. მათ შორის არის რეზინით დაფარული ღილაკები კლიმატის სისტემისთვის, ნამდვილად კომფორტული წინა სავარძლები, შესახებად ნაზი მასალები და 8-ინჩიანი დისპლეი, რომელიც Apple CarPlay-ზე მუშაობს და ასევე თავსებადია Amazon Alexa-სთან.

 

ბევრი სივრცე აქვთ უკან მსხდომ მგზავრებსაც, რაც ძირითადად თითქმის ბრტყელი იატაკისა და დახრილი სავარძლებისა დამსახურებაა.

 

ახალ RAV4-ს Toyota წარმოადგენს როგორც წინა წამყვანი, ისე ოთხივე წამყვან თვლიან ვერსიად. ორნაირი ვერსიის იქნება გამწევი სისტემაც — 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავი და ჰიბრიდი.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია