Mercedes-ი არაპოპულარული მოდელების წარმოების შეწყვეტისთვის მზად არის

Mercedes-Benz-ი აღიარებს, რომ უყოყმანოდ „მოკლავს“ არაპოპულარულ მოდელებს.

 

ამჟამად მიმდინარე პარიზის ავტოშოუზე, გადაცემა Top Gear-თან საუბრისას, Mercedes-ის კვლევებისა და განვითარების განყოფილების ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ოლა კალენიუსმა აღნიშნა, რომ კომპანია გარკვეულ მოდელთა წარმოების შესაჩერებლად მზად არის.

 

„ჩვენ გვაქვს პორტფოლიოს მუდმივი გაფართოების თითქმის 20-წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით SUV-ის ხაზის ავტომობილთა მიმართულებით. შეგიძლიათ ნახოთ, როგორი წარმატებული აღმოჩნდა ყველა მათგანი“, — აღნიშნა კალენიუსმა.

 

 

„2020-2022 წლებში, მათი რაოდენობა 40 მოდელს გადააჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი საკუთარი შვილივით გვიყვარს, რაციონალურობა არ უნდა დავკარგოთ. არც დავფიქრდებით, თუ საჭირო გახდა რომელიმე მათგანთან შელევა“.

 

სამწუხაროდ, კალენიუსს არ დაუსახელებია ავტომწარმოებლის არც ერთი მოდელი, რომელიც უკვე აშკარად განწირულია. სავარაუდოდ, თუკი Mercedes-მა არაფერი იღონა, პირველი მსხვერპლი ნაკლებად გაყიდვადი SLC roadster-ი გახდება.

 

ყველანაირი ალბათობით, Mercedes- Benz-ი შეამცირებს სედანების რაოდენობას და გაზრდის SUV-მოდელების რიცხვს, განსაკუთრებით აშშ-ში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია