BMW 8 სერია - მოკლე მიმოხილვა

BMW 8 სერია  ძვირადღირებული გრან-ტურერია მდიდრული ინტერიერით, ოთხი სავარძლითა და გასაოცარი სისწრაფით. განსაკუთრებით აღსანიშნავია  M850i მოდელი, რომელიც დიდ კონკურენციას უწევს ისეთ მანქანებს, როგორებიც არის V8 Aston Martin DB11, Bentley Continental GT და Lexus LC.

 

 

BMW 8 სერიას შესაძლოა, არც ისე ბრწყინვალე ინტერიერი აქვს, როგორც მის გაცილებით ძვირადღირებულ კონკურენტებს, მაგრამ სალონი მართლაც ბრწყინვალეა. თვალს მოგჭრით ცენტრალური კონსოლი უამრავი ღილაკით და მის ზემოთ განთავსებული სენსორული დისპლეი.

 

ამ სისტემის გამოყენება გაცილებით ადვილია, ვიდრე ბოლო თაობის Mercedes-ის სისტემისა, რომელსაც Aston Martin DB11-ში შეხვდებით. უბრალოდ ბრწყინვალეა გრაფიკაც.

 

 

BMW 8 სერია ბევრად პრაქტიკულია, ვიდრე Lamborghini და სხვა დიდი კუპეები. სივრცე საკმარისზე მეტია ძალიან მაღალი მძღოლებისთვისაც კი. გარდა ამისა, გამოირჩევა უკანა სავარძლების წყვილით, რაც შესაძლოა, არასაკმარისი სივრცე იყოს ზრდასრული ადამიანებისთვის, მაგრამ ძალზედ მოსახერხებელია ბავშვებისათვის.

 

საბარგულში თავისუფლად თავსდება საშუალო ზომის რამდენიმე ჩემოდანი. სივრცის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია უკანა სავარძლების წინ გაწევაც. მართალია, ამ მანქანით ვერ ახვალთ მთის მწვერვალებზე, მაგრამ ნამდვილი მონსტრია ავტობანსა თუ უღელტეხილებზე.

 

 

წარმოუდგენლად მარტივი და კომფორტულია BMW 8 სერიის ავტომობილებით მგზავრობა შორ მანძილზე. ადაპტური სავალი ნაწილები ბრწყინვალედ უმკლავდება გზებზე არსებულ ორმოებს.

 

დაკლაკნილ მეორეულ გზებზე სიარულისას, უბრალოდ გადართეთ სპორტულ რეჟიმში და ეს მონსტრი უცბად გადაიქცევა უფრო მსუბუქ, საოცრად სწრაფ სპორტულ მანქანად.

 

4.4-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავი 532 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამას ემატება ოთხივე წამყვანი თვლის სისტემაც, რაც 8 სერიას 100 კილომეტრს იმდენად ცოტა დროში ავითარებინებს, რომ ბევრ სუპერქარსაც კი შეშურდებოდა.

 

 

8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ბიზნესში. ირთვება სწრაფად და რბილად, არ აქვს მნიშვნელობა, მართვის რომელ რეჟიმს აირჩევთ.

 

გადართეთ Sport+ რეჟიმში და M850i შესაძლებლობათა მაქსიმუმს გამოიყენებს.

 

BMW-მ იმაზე მეტი გააკეთა სასოფლო გზებზე კომფორტული მართვისთვის, ვიდრე საჭირო იყო. BMW 8 სერია აღჭურვილია ოთხთვლიანი საჭის მექანიზმით, რაც მას იმაზე მეტად სტაბილურსა და მანევრირებადს ხდის ავტომაგისტრალებზე, ვიდრე მისი ზომიდან გამომდინარე უნდა იყოს.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ წარმოსადეგ ავტომობილს საკმაოდ ცუდი აქვს უკანა ხედვა; ასევე, პატარა გვერდითი ფანჯრები არც ისე კარგ ხედვას გთავაზობთ.

 

მსგავს კრიტიციზმს თითქმის ყველა ოთხსავარძლიან, დახვეწილ სპორტულ მანქანასთან მიმართებაში შეხვდებით. მაგრამ BMW 8 სერიის შთამბეჭდავ შესაძლებლობებთან შედარებით, აღნიშნული რამდენიმე ნაკლი მოსატანიც არ არის.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია