2020 წლის Toyota Supra-ს დებიუტი იანვარში შედგება

ალბათ არავისთვის არის სიურპრიზი, რომ Toyota უკვე დიდი ხანია, ახალ Supra-ზე მუშაობს. კონცეპტისა და წარმოებამდელი პროტოტიპის მიხედვით, ის ახალი სპორტული მანქანა იქნება. ჯერჯერობით არავინ იცის, როგორი იქნება ხელახლა დაბადებული Supra-ს საბოლოო ფორმა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დიდხანს ლოდინი აღარ მოგვიხდეს.

 

იაპონური ავტომწარმოებლის გერმანულმა განყოფილებამ, სადაც ასევე განთავსებულია მისი მოტოსპორტის დეპარტამენტი, ფანების მიერ Facbook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე დააკომენტარა. როგორც კომენტარშია ნათქვამი, ახალი Toyota Supra-ს პრეზენტაცია 2019 წლის იანვარში, დეტროიტში, ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე შედგება.

 

აღსანიშნავია, რომ Toyota-ს ახალ Supra-ზე, Supra 900 Club-ში ონლაინ უკვე მიღებული აქვს 900 შეკვეთა.

 

 

გერმანიის განყოფილების ცნობით, ახალი Supra აღჭურვილი იქნება 300 ცხენის ძალის მქონე 3.0-ლიტრის მოცულობის 6-ცილინდრიანი ტურბოძრავით. წონა წინ და უკან გადანაწილებული იქნება 50:50 პროპორციით და ექნება ადაპტური სავალი ნაწილები.  100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 5 წამზე ნაკლებ დროში განავითარებს.

 

განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ახალმა ამბავმა გერმანიიდან გაჟონა, იმ ავტომწარმოებლის სამშობლოში, რომელიც Supra-ს წარმოებაში Toyota-ს მთავარი პარტნიორია. საუბარია  BMW-ზე. შესაძლოა, უკვე იცით, რომ BMW და Toyota ახალი Supra-სა და Z4 roadster-ის შექმნაში თანამშრომლობენ.

 

რას გააკეთებს Toyota ამ პროგრამის თავის კუთვნილ ნაწილში, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ იაპონური ავტომწარმოებელი აცოცხლებს ოთხი თაობის სპორტული მანქანების ბრენდს —  Supra-ს წარმოება 1978-2002 წლებში მიმდინარეობდა.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია