2020 წლის Mazda CX-3 დიდი, უფრო ტევადი და პრაქტიკული იქნება

ახალი თაობის Mazda CX-3-ზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის ამჟამინდელი მოდელისგან საკმაოდ განსხვავებული იქნება. ამის შესახებ პორტალი Go Auto იუწყება.

 

მიუხედავად იმისა, რომ CX-3-მა მრავალ ბაზარზე საკმაო პოპულარობა მოიპოვა, Mazda-ს კროსოვერის ზომაში გაზრდა და მსოფლიოში მისი პოზიციების კიდევ უფრო გაუმჯობესება სურს. შესაბამისად, შემდეგი თაობის მოდელი Mazda2-ის ნაცვლად დაფუძნებული იქნება პატარა მანქანის პლატფორმაზე, რომელსაც ამჟამად Mazda3 იყენებს. შედეგად, მოდელის ზომა დაახლოებით Toyota C-HR-ისა და Hyundai Kona-ს ზომამდე გაიზრდება.

 

 

რაც ყველაზე მთავარია, ახალი თაობის მოდელი Mazda3-ის პლატფორმის გარდა ასევე გამოიყენებს SkyActiv II-ის არქიტექტურას. ეს პლატფორმა წინა არქიტექტურებთან შედარებით უფრო ძლიერი და მოქნილია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე თაობის Mazda CX-3 გამოიყენებს SkyActiv-X-ის სავალ ნაწილებსა და ახალი თაობის ძრავს, რომელსაც წარმადობა გაზრდილი აქვს, ბენზინის მოხმარება კი 30 პროცენტით არის შემცირებული. ახალ Mazda3-ში ამ ძრავის პრემიერა შედგება და როგორც ამბობენ, ექნება 187ცხენის ძალა.

წარმოდგენილი იქნება როგორც ექვს-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ისე ავტომატურით.

 

 

ჯერჯერობით უცნობია, მაინც რამდენად დიდი შეიძლება იყოს მეორე თაობის CX-3, მაგრამ Go Auto-ს ცნობით, დრამატულად გაიზრდება საბარგულის სივრცე. გარდა ამისა, Mazda შეცვლის სავარძლების დიზაინს და ერგონომიულობისა და აკუსტიკის გაუმჯობესების მიზნით, დახვეწს ინტერიერს.

 

გავრცელებული ცნობის მიხედვით, ახალი Mazda CX-3 დღის სინათლეს 2020 წლისთვის იხილავს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია