Volkswagen-ის განცხადებით, Beetle-ის წარმოება 2019 წელს შეწყდება.
ამ მოვლენის აღსანიშნავად, ავტომწარმოებელი საბოლოო Beetle Final Edition-ს გამოუშვებს, რომელიც კუპესა და კაბრიოლეტის სახით იქნება ხელმისაწვდომი. მოდელი დაფუძნებული იქნება Beetle Última Edición-ზე, რომელიც 2003 წელს Beetle-ს პირველი თაობის ბოლო მოდელი იყო მექსიკაში.
2019 წლის Beetle Final Edition-ი ხელმისაწვდომი იქნება ორ სხვადასხვა ფერში — ღია ყავისფერსა და გაცრეცილ ლურჯში.
Final Edition SE მოდელის გარე ნაწილი ოდნავ იქნება შეცვლილი, ძარის ფერის გვერდითი სარკეებით, ლუქით (კუპეზე) და 17 ინჩიანი ალუმინის დისკებით.
სამაგიეროდ, დიდი ცვლილებებია სალონში — ნაჭრისა და დერმატინის სავარძლები და ტყავგადაკრული საჭე. მანქანის ძირითად ფერში იქნება გადაწყვეტილი ტორპედოც.
გარდა ამისა, მოდელი აღჭურვილი იქნება უჟანგავი პედლებით, კლიმატ-კონტროლის ავტომატური სისტემითა და შიდა განათებით. სხვა მახასიათებლებს შორისაა 6,3-ინჩიანი მონიტორი, შავი ტრიმი და დასაქოქი ღილაკი.
უფრო მდიდრულია Final Edition SEL მოდელი. გამოირჩევა ბი-ქსენონის ფარებითა და დღის LED განათებით. აქვს 18-ინჩიანი ალუმინის დისკები.
ინტერიერი დიდწილად Final Edition SE-სას ჰგავს, მაგრამ SEL ვარიანტი გამოირჩევა ბრილიანტის სტილის მოგვირისტებული ტყავის სავარძლებით, Discover Media სისტემით, GPS-ითა და Fender-ის პერმიუმ აუდიოსისტემით.
2019 წლის Beetle-ის ყველა მოდელი აღჭურვილი იქნება 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელიც 174 ცხენის ძალას განავითარებს. ავტომატური გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანია.