Bugatti შესაძლოა, ჰიბრიდზე გადავიდეს, ამჟამინდელი W16 ძრავი კი ბოლო იყოს

13 წლის წინ, Veyron-ის სახით Bugatti-მ რაღაც მართლა უნიკალური შექმნა. იმ დროისთვის უსწრაფესი მანქანა სამართავადაც ძალიან კომფორტული იყო.

 

მისმა Super Sport ვარიანტმა მაღალსიჩქარიანი მანქანის წარმოების რეკორდიც მოხნა — 431,072 კმ/სთ. Grand Sport Vitesse Roadster-ი კი მსოფლიოს ყველა დროის უსწრაფესი კაბრიოლეტი გახდა.

 

Veyron-ის შემდეგ, უფრო ექსტრემალური ჰიპერქარის წარმოება მართლაც გამომწვევი ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ Bugatti-მ ეს შეძლო — 2016 წლის ჟენევის მოტორშოუზე Chiron-ი წარმოადგინა. ისიც ზუსტად იგივე ოთხმაგ ტურბო 8.0-ლიტრიან W16 ძრავს იყენებდა, რასაც წინამორბედი Bugatti Vision Gran Turismo-ს კონცეპტი. თუმცა,  თვალშისაცემი იყო განახლებები; მაგალითად, 1479 ცხენის ძალა და 1600 ნიუტონ-მეტრი ბრუნი.

 

W16 ინჟინერიის შთამბეჭდავი ქმნილებაა, მაგრამ როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ვინკელმენი აცხადებს, ამ სახეობაში ის ბოლოა, რადგან ახალი ძრავი 16-ცილინდრიანი აღარ იქნება.

 

 

„გასაოცარი ძრავია და ვიცით, რომ მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ყველას სურს, ის სამუდამოდ ჰქონდეს, გაგრძელდეს მისი განვითარება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მისი შენარჩუნებისთვის. მაგრამ თუ მოწინავე ტექნოლოგიების სათავეში ყოფნა გსურს, მნიშვნელოვანია, სწორი მომენტი შეარჩიო ცვლილებებისთვის“, — განუცხადა, ვინკელმენმა გამოცემა CarAdvice-ს.

 

გამომდინარე აქედან, შემდეგ Bugatti-ს სავარაუდოდ ნაკლები ცილინდრები ექნება და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ის გარკვეულწილად ელექტრიფიცირებული, ანუ ჰიბრიდი იქნება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ისეთივე ამაღელვებელი არ იქნება, როგორც Chiron-ი. ზოგი ბატარეების წონაზე შიშობს, მაგრამ სანერვიულო ალბათ არაფერია, რადგან მას თავისუფლად დააბალანსებს W16-ზე ცილინდრებისა და ტურბოჩარჯის კლება.

 

ვინკელმენი თავადვე აღიარებს, რომ „ენერგიისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ვიხილოთ Chiron-ისა და ახლად შექმნილი Divo-ს უფრო ექსტრემალური ვერსიები. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანმა სიჩქარის ახალი რეკორდიც დაამყაროს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია