Amazon-ი Mercedes Sprinter-ის მსოფლიოში უმსხვილესი მომხმარებელი გახდა

20 000 ფურგონის შეკვეთის შემდეგ, Amazon-ი ახლა უკვე ოფიციალურად გახდა Mercedes-Benz Sprinter-ის უმსხვილესი მომხმარებელი მსოფლიოში.

 

თავის მხრივ, ონლაინ-გადამყიდველის ახალი პროგრამა Delivery Service Partner-ის ფარგლებში, გერმანულმა ავტომწარმოებელმა Amazon-ის ბრენდირებული ფურგონების წარმოება დაიწყო. ეს კი მცირე ბიზნესებს მიწოდებისათვის საჭირო ფურგონების ქირაობის საშუალებას აძლევს მესამე მხარის საავტომობილო პარკების მენეჯმენტის კომპანიების საშუალებით.  წარმოება Mercedes-ის ჩრდილოეთ ჩარლსტონის ახალ ქარხანაში მიმდინარეობს.

 

„ამაყები ვართ Mercedes-Benz-თან პარტნიორობით. Amazon-ის პროგრამა Delivery Service Partner-ის ფარგლებში, ვვარაუდობთ, რომ ჩვენი მხრიდან ფურგონების შეკვეთები გაიზრდება, შესაბამისად, მცირე ბიზნესს წვდომა ექნება მორგებულ საავტომობილო პარკზე, რათა უზრუნველყონ გზავნილების მიწოდება“, — აღნიშნავს Amazon-ის გლობალური ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი დეივ კლარკი.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ წელს აშშ-ის ბაზარზე გაეშვა მესამე თაობის Sprinter-ი, რომელიც აღჭურვილია ავტომწარმოებლის ახალი MBUX მულტიმედია სისტემითა, ერგონომიული ფორმის სავარძლებითა და მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემით.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია