Toyota ბრენდ Corolla-ს გლობალურად ამკვიდრებს - ევროპაში ის Auris-ს ჩაანაცვლებს

 ჟენევის ავტოშოუზე Toyota-მ განახლებული Auris-ი წარმოადგინ. ავტომწარმოებელმა იქვე დააანონსა, რომ ევროპაში მანქანა მომავალი წლის დასაწყისში გაეშვება და მისი სახელი Corolla იქნება.

 

გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს სიურპრიზი აღმოჩნდა. Toyota-ს განცხადებით, ეს ნაბიჯი ლოგიკურია, რადგან მანქანა აგებული იქნება TNGA პლატფორმაზე, რომელიც სამ სხვადასხვა არქიტექტურას ჩაანაცვლებს. Toyota-მ ისიც აღნიშნა, რომ Corolla მსოფლიოს საუკეთესოდ გაყიდვადი ბრენდია; მისი წარმოება 1966 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ, გაყიდულია 45 მილიონზე მეტი მოდელი. ლოგიკურია ისიც, რომ Auris-ის Corolla-თი ჩანაცვლება ამ რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.

 

„TNGA-ს ინჟინერია და დიზაინის ფილოსოფია ჩვენი C სეგმენტის შემდეგი თაობის მოდელებს სრულიად ახალ განზომილებაში გადაიყვანს. ახალი თაობის მოდელის გამოშვებაზე სასიამოვნო მომენტია, როცა სახელი Corolla ჩვენი C სეგმენტის ჰეტჩბეკებსა და ვაგონებსაც მოვარგეთ“, — ნათქვამია Toyota Motor Europe-ის აღმასრულებელი დირექტორის, იოჰან ვან ზილის განცხადებაში.

 

გარდა სახელის ცვლილებისა, კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ პარიზის ავტოშოუზე წარსდგება ახალი Corolla Touring Sports-ი. გარდა ამისა, Corolla ხელმისაწვდომი იქნება სედანისა და ჰეტჩბეკის სახითაც. სამივე ვარიანტი აღჭურვილი იქნება განსხვავებული ძრავებით. დეტალებს Toyota ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია