Ford-ი ცხრა ახალ მოდელს გამოუშვებს

 Ford-მა უკვე დააანონსა გეგმა რამდენიმე ახალი მოდელის გამოშვების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, ჰორიზონტზე კიდევ უფრო მეტი მოდელი მოჩანს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სედანებზე უარის თქმისთვის ემზადება, ავტომწარმოებელი უახლოეს მომავალში თავის ხაზში უფრო მეტი მოდელის გამოშვებას აპირებს, ვიდრე ახლა აქვს. გამოცემა Detroit News-ის ცნობით, Ford-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ კომპანიის ჩრდილოეთ ამერიკის ხაზს 2023 წლამდე 20-23 ახალი მოდელი შეემატება.

 

ჰაუ თაი-ტანგი დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ უკვე აანონსებს რამდენიმე ახალ მოდელს. მათ შორის არის Bronco, Focus Active და Ranger-ი. აღსანიშნავია, რომ Bronco 2023 წლამდე გამოვა, მაგრამ Ford-ი ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს; უცნობია მისი ზუსტი დასახელებაც.

 

თაი-ტანგის თქმით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში კომპანია სრულიად ახალ ცხრა მოდელს გამოუშვებს.

 

სატვირთოებისა და კროსოვერების პოპულარობიდან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ ცხრა ახალი მოდელიდან შვიდი სწორედ ამ კატეგორიის იქნება.

 

ახალ მოდელებზე საუბრისას, Ford-ი აღნიშნავს, რომ ბაზარი შესაძლოა არ დატოვოს ისეთმა ცნობილმა მოდელებმა, როგორებიცაა Fusion-ი და Taurus-ი. თუმცა, ავტომწარმოებელმა შესაძლოა ოდნავ შეცვალოს მათი სახელები და არასედანი მოდელების შემთხვევაში ზედმეტსახელები გამოიყენოს.

 

ამ შესაძლებლობას არც ჭორები გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით, Ford-ი მუშაობს მაღალჭერიან ჰეჩბეკზე, რომელიც Subaru Outback-ის კონკურენტი იქნება. ამ მოდელის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, მაგრამ როგორც წყარომ Bloomberg-ს განუცხადა, ეს მანქანა დაფუძნებული იქნება იმავე მექანიკურ მახასიათებლებზე, რაც ამჟამინდელ სედანს აქვს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია