Alfa Romeo 8C-ის შემდეგი მოდელი სავარაუდოდ, 800 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდი იქნება

 

ახალ Alfa Romeo 8C-ზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გამოცემა Car Magazine-ის ცნობით, ის ჰიბრიდი სუპერქარი იქნება და მწვავე კონკურენციას გაუწევს Ferrari-ს საუკეთესო მოდელებს.

 

8C-ის წინა მოდელებისგან განსხვავებით, ახალ მანქანას ძრავი შუაში ექნება განთავსებული და არა წინა თვლების თავზე. გარდა ამისა, ახალი 8C ნახშირბადის ბოჭკოთი დაფარული მონოკოკი იქნება და გამოიყენებს იგივე ორმაგ ტურბო 2,9-ლიტრიან V6 ძრავს, რასაც Alfa Romeo Giulia Quadrifoglio.

 

ამჟამინდელი ფორმით, ამ ძრავის სიმძლავრე 500 ცხენის ძალაა, მაგრამ როგორც პროგნოზირებენ, გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ, შესაძლებელია 600 ცხენის ძალამდე გაზრდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური ავტომწარმოებელი შიდა წვის ძრავის გაძლიერებას ელექტროძრავით გეგმავს, რომელიც კიდევ 200 ცხენის ძალას დაამატებს და საერთო ჯამში, სიმძლავრეს 800 ცხენის ძალამდე გაზრდის.

 

შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი ოდნავ აღემატება Ferrari-ს ამჟამინდელი შუა ძრავიანი „მეფის“,488 Pista-სას, რომელსაც 710 ცხენის ძალა აქვს. გარდა ამისა, უფრო მაღალი იქნება ახალი 8C-ის წარმადობაც და 100 კმ/სთ-ს 3 წამზე ნაკლებ დროში განავითარებს.

 

წარმოების სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ აიწყობა ახალი 8C-ის 100-ზე ნაკლები ერთეული.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია