ხელის მუხრუჭები მალე მთლიანად გაქრება - ახალი კვლევა

ონლაინ-პლატფორმა CarGurus-ის მიერ 32 ავტომწარმოებელზე ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ტრადიციული ხელის მუხრუჭები არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლის. ავტომარმოებლები ძირითადად უკვე ფოკუსირებული არიან ელექტრონული პარკინგის სამუხრუჭე სისტემაზე.

 

როგორც დადგინდა, ხელის მუხრუჭი ამჟამად დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წარმოდგენილ ავტომობილთა მხოლოდ 37%-ს აქვს. გაირკვა ისიც, რომ სტანდარტულ ხელის მუხრუჭს თავიანთ ყველა ავტომობილში მხოლოდ ორი ავტომწარმოებელი იყენებს — Dacia და Suzuki.

 

 

მეორე მხარეს არის Audi, Jaguar-ი, Land Rover-ი, Lexus-ი, Mercedes-ი და Porsche, რომლებიც ხელის მუხრუჭს არც ერთ მოდელში აღარ იყენებენ.

 

არის თუ არა ელექტრონული პარკინგის სამუხრუჭე სისტემა უკეთესი?

 

ძალიან. მის გამოსაყენებლად საჭიროა პატარა ღილაკზე ხელის მიჭერა, რომელიც უკანა მუხრუჭების ასამოქმედებლად, ორ პატარა ძრავს აამუშავებს. ამისათვის თქვენ გაცილებით ნაკლები ფიზიკური ძალისხმევა გჭირდებათ. გარდა ამისა, სალონში თავისუფლდება ხელის მუხრუჭისთვის საჭირო სივრცეც.

 

„უკვე აშკარაა, რომ ხელის მუხრუჭების სიკვდილი ახლოვდება, რადგან ავტომწარმოებელთა უმეტესობა პარკინგის მუხრუჭზე გადადის. ვვარაუდობთ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში საგრძნობლად შემცირდება ტრადიციული ხელის მუხრუჭის მქონე მანქანების წარმოება და სავარაუდოდ, ის მხოლოდ რამდენიმე სანიშო მოდელსღა შემორჩება“, — ამბობს CarGurus-ის რედაქტორი კრის კნეპმენი.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია